მსოფლიო

ფრი ძვირდება – ევროპაში კარტოფილის მოსავალი გაუარესდა

ფრი ძვირდება - ევროპაში კარტოფილის მოსავალი გაუარესდა

გვალვამ ევროპაში კარტოფილის ცუდი მოსავალი განაპირობა, რაც დიდი ალბათობით გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდას გამოიწვევს. ერთ-ერთი პირველი იქნება კარტოფილი ფრი.

ევროპაში კარტოფილის უმსხვილესი წარმოება გერმანიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და ბელგიაში ხდება. გვალვა ამ ქვეყნებში კი, წარმოების რეკორდულად დაბალ დონემდე დაწევას გამოიწვევს.

გერმანიაში კარტოფილის ერთ-ერთი მწარმოებელი ამბობს, რომ გვალვის გამო მოსავლის ნახევარი შეიძლება დაიკარგოს და წვიმა ახლა რომც მოვიდეს, ვეღარაფერს უშველის. გერმანიის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ვერ გაბედა მოსავლის პროგნოზის გაკეთება, მაგრამ განაცხადა, რომ კარტოფილის მოსავლის პერსპექტივა “მკვეთრად გაუარესდა”.

ფრანგული მწარმოებლების ჯგუფის, UNPT-ის თანახმად, საფრანგეთში მოსავლიანობა შეიძლება იყოს მინიმუმ 20%-ით დაბალი უკანასკნელი 20 წლის საშუალო მაჩვენებელზე.

ევროკავშირის ერთობლივი კვლევითი ცენტრის ექსპერტების ანალიზის თანახმად, 2022 წელს ევროპა განიცდის გვალვას, რომელიც ალბათ ყველაზე მაღალია ბოლო 500 წლის განმავლობაში.

ამის გამო ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობა ზარალდება. კარტოფილის გარდა, ევროკავშირის რამდენიმე კულტურა განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა. უახლესი მონაცემებით, ბოლოს 5 წლის მანძილზე, წელს მოსავლიანობა 16%-ით დაბალი იქნება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close