ეკონომიკა

პაკისტანი, თურქეთი, არაბეთი – სად ყიდულობს საქართველო მეორად ტანსაცმელს

პაკისტანი, თურქეთი, არაბეთი - სად ყიდულობს საქართველო მეორად ტანსაცმელს

2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ მსოფლიოს 5 823 ტონა (17,279 მლნ დოლარის ღირებულების) მეორადი ტანსაცმელი იყიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ცნობისათვის, მონაცემები, თუ რა მოცულობის მეორადი ტანსაცმელი იყიდა საქართველომ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალზე 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი. მაშინ ქვეყანამ 4 031 ტონა (17,286 მლნ დოლარი) მეორეული ტანსაცმელი შეიძინა. მას შემდეგ იმპორტირებული პროდუქტის მოცულობა 3,1-4,8 ათას ტონას არ აღემატებოდა. 2021 წლის იანვარ-ივლისში კი second hand-ის იმპორტმა 4 637 ტონა (11,923 მლნ დოლარი) შეადგინა.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, საქართველომ 5 823 ტონა მეორადი ტანსაცმელი მსოფლიოს 43 ქვეყანაში შეიძინა, ყველაზე დიდი რაოდენობით კი თურქეთში – 1 915 ტონა, 5,466 მლნ დოლარის ღირებულების.

top-10 ქვეყანა, სადაც საქართველომ მეორადი ტანსაცმელი იყიდა:

თურქეთი – 1 915 ტონა (5,466 მლნ დოლარი)

პაკისტანი – 881,1 ტონა (1,050 მლნ დოლარი)

გაერთიანებული სამეფო – 668,8 ტონა (1,645 ათასი დოლარი)

ბელგია – 385,2 ტონა (937,6 ათასი დოლარი)

პოლონეთი – 286,2 ტონა (628 ათასი დოლარი)

იტალია – 232,9 ტონა (665,9 ათასი დოლარი)

აშშ – 219,7 ტონა (3,013 მლნ დოლარი)

არაბთა გაერთიანებული საამიროები – 212,7 ტონა (510,8 ათასი დოლარი)

ესპანეთი – 161,6 ტონა (571 ათასი დოლარი)

ნიდერლანდები – 153,9 ტონა (531 ათასი დოლარი)

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close