ეკონომიკა

საუკეთესო დრო კრიპტოვალუტის შესაძენად – თითქმის ყველა ციფრული ქოინის ფასი შემცირდა

საუკეთესო დრო კრიპტოვალუტის შესაძენად - თითქმის ყველა ციფრული ქოინის ფასი შემცირდა

კრიპტო ბაზარი ბოლო დროს ძლიერ რყევებს განიცდის. ტენდენცია არც თუ სახარბიელოა, რადგან ბოლო 7 დღის განმავლობაში თითქმის ყველა ციფრული ვალუტის ფასმა იკლო. მათ შორის, არის ყველაზე პოპულარული – Bitcoin.

წარმოგიდგენთ პოპულარული კრიპტოვალუტის ფასების ცვლილებას ბოლო 7 დღის განმავლობაში:

Bitcoin -ის ღირებულება 7 დღის განმავლობაში მთელი 7.87% – ით შემცირდა. მათ შორის ბოლო 24 საათში ღირებულებამ 1.26% -ით იკლო. ერთი ბიტკოინის ფასი მოცემულ მომენტში 19,770.87 დოლარია.

Ethereum-ის ღირებულება 7 დღის განმავლობაში 10.09%-ით დაეცა. დღეს ერთი Ethereum 1,442.76 დოლარი ღირს.

Tether-ის ღირებულება 7 დღის განმავლობაში 0.00%-ია, არც იკლო, არც აზრდილა. ერთი Tether 1 დოლარი ღირს.

იგივე ტენდენცია შეინიშნება USD Coin-ის შემთხვევაში. მისი ღირებულება 7 დღის განმავლობაში უცვლელია. ერთი USD Coin დღევანდელი მონაცემებით, 1 დოლარი ღირს.

BNB-ის ღირებულება 7 დღის განმავლობაში 6.44%-ით შემცირდა. ერთი BNB 278.00 დოლარი ღირს.

Binance USD-ის ღირებულება 7 დღის განმავლობაში 0.05%-ით გაიზარდა. ერთი Binance -ს ღირებულება დღეს 1.00 დოლარია.

XRP-ის ფასი ბოლო 7 დღის განმავლობაში 5.63%-ით შემცირდა. ერთი XRP დღეს 0.3219 დოლარი ღირს.

პოპულარულ ათეულში მოხვდა Cardano ADA -ც, რომლის ღირებულება ბოლო 7 დღის განმავლობაში 5.49%-ით შემცირდა. მისი ღირებულება დღეის მონაცემებით, 0.4321 დოლარია.

Solana (SOL)-ს ღირებულებამ 7 დღეში 16.10%-ით იკლო. ერთი Solana 30.32 დოლარი ღირს.

მეათე ადგილზეა Dogecoin. მისი ღირებულება ბოლო 7 დღეში 9.94% -ით შემცირდა. ერთი Dogecoin -ის ღირებულება კი 0.06158 დოლარს შეადგენს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close