ეკონომიკა

ივლისში თითქმის ყველა საბანკო პროდუქტი გაძვირდა – როგორია საპროცენტო განაკვეთები

ივლისში თითქმის ყველა საბანკო პროდუქტი გაძვირდა - როგორია საპროცენტო განაკვეთები

2022 წლის ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საბანკო პროდუქტების უმრავლესობაზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შინამეურნეობებისთვის გაძვირდა იპოთეკური, ასევე, ავტო და სამომხმარებლო სესხეიბი, მხოლოდ ლომბარდულზე შემცირდა.

როგორია შინამეურნეობებისთვის გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი (ივლისის სტატისტიკა):

იპოთეკურ სესხები – 12,48% (2021 წელი – 12,07%)

ავტოსესი – 23,75% (2021 წელი – 20,88%)

ლომბარდული სესხი – 18,37% (2021 წელი – 19,97%)

სამომხმარებლო სესხი – 19,25% (2021 წელი – 18,93%)

სამომხმარებლო სესხი – უზრუნველყოფილი – 13,75% (2021 წელი – 13,19%)

სამომხმარებლო სესხი – არაუზრულველყოფილი – 21% (2021 წელი – 20,36%)

რაც შეეხება ზოგადად საპროცენტო განაკვეთებს, 2022 წლის ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლარში გაცემულ სესხებზე გაიზარდა, უცხოური ვალუტაში კი შემცირდა.

კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა15,9%-დან 16,5%-მდე მოიმატა. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ყველაზე მეტად იურიდიული პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ კრედიტებს შეეხო. 2021 წლის ივლისის მონაცემებით, იურიდიული პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 13,2%-ს, ხოლო 2022 წლის ივლისში უკვე 13,5%-ს. ფიზიკური პირების შემთხვევაში კი საპროცენტო განაკვეთი 18,2%-დან 18,4%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, სებ-ის სტატისტიკით, 2022 წლის ივლისში უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 7%-ს, ერთი წლით ადრე კი ეს მაჩვენებელი 6,2% იყო. ამასთან, იურიდიული პირებისთვის განაკვეთი 6,5%-დან 7,3%-მდე გაზიარდა, ფიზიკური პირების სესხებზე განაკვეთი კი 5,4%-დან 6,3%-მდე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close