ეკონომიკა

რამდენი იპოთეკური სესხი დასუბსიდირდა 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან დღემდე – ,,აწარმოე საქართველოში”

რამდენი იპოთეკური სესხი დასუბსიდირდა 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან დღემდე - ,,აწარმოე საქართველოში"

იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე მოთხოვნა კვლავ მზარდია. პროგრამის ამოქმედების დღიდან, 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2022 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით, 3 411 იპოთეკური სესხი დასუბსიდირდა. ჯამურმა თანხამ კი, 378.1 მლნ ლარი შეადგინა.

ამასთან, 2021 წლის ბოლოსთვის გაცემული იყო 1 303 იპოთეკური სესხი. ჯამური თანხა კი, 143 672 572 ლარს შეადგენდა.

„აწარმოე საქართველოში“  მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს 2 108 სესხი გაიცა.

,,2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის 21 აგვისტოს მდგომარეობით, სულ გაფორმდა 3 411 ხელშეკრულება სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამის ფარგლებში და აღნიშნულ ხელშეკრულებებზე დამტკიცებულმა სესხის მოცულობამ 378.1 მილიონი ლარი შეადგინა” – ამბობენ უწყებაში.

ინფორმაციისთვის, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. ასევე, პროგრამა ემსახურება უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას.პროგრამა ითვალისწინებს ასეთი ოჯახების ან მარტოხელა მშობლების/ქვრივის მიერ აღებულ იპოთეკურ კრედიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე.

პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში:

ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;

ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;

ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close