დღის ამბები

როგორ იქცა Graff მილიარდ დოლარიან ბრენდად და რა ხდის მის პროდუქციას განსხვავებულს

როგორ იქცა Graff მილიარდ დოლარიან ბრენდად და რა ხდის მის პროდუქციას განსხვავებულს

ყველა იუველირს სურვილი აქვს, შექმნას ისეთი პროდუცია, რომელიც დროს გაუძლებს. სხვადასხვა საიუველირო კომპანიის დიზაინი, მასალები, ბრენდინგი და სხვა კომპონენტები ერთმანეთისგან განსხვავდება. თუმცა მსოფლიო ბაზარზე დომინირებას ყველა მაინც ვერ ახრეხებს. ამ შემთხვევაში გამორჩეულია კომპანია Graff-ის სახლი, რომელსაც დროის ნებისმიერ მონაკვეთში მსოფლიოში გამორჩეული სამკაულების შექმნა შეუძლია.

მილიარდერმა ლოურენს გრაფმა, რომელმაც სიმდიდრის მოპოვება საკუთარი ნიჭით შეძლო, კომპანიის დაარსების დღიდან ბრენდის იმიჯი დღემდე შეინარჩუნა.

საინტერესოა, როგორ მოახერხა მან ეს?

ლოურენს გრაფის ბიზნესის დასაწყისი

ინგლისელი იუველირი, მილიარდერი და ბიზნესის დამფუძნებელი ლორენს გრაფი ლონდონში, სტეფნიში მშობლების ჰარი გრაფისა და რებეკა სეგალის ოჯახში, 1938 წელს დაიბადა. ლორენსი სულ რაღაც 15 წლის იყო, როდესაც თავისი პირველი სამუშაო მიიღო, იგი ჰეტონ გარდენში ერთ-ერთი იუველირის შეგირდად მუშაობდა. მისი პირველი სამუშაო იყო ბეჭდების შეკეთება და პატარა სამკაულების შექმნა.

მოგვიანებით ლორენსმა გადაწყვიტა თავისი სამკაულების დიზაინი ინგლისის სხვადასხვა მაღაზიებში დამოუკიდებლად გაეყიდა. სწორედ ასე გამომუშავა მან პირველი ფული საკუთარი საიუველირო სალონის გასახსნელად.

1960 წელს ლორენსმა კომპანია Graff Diamonds დააარსა.

პრესტიჟულ De Beers Diamond International Awards-ის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლორენსმა მის პარტნიორთან, რობერტ თომასთან ერთად მათი კომპანიის სავიზიტო ბრილიანტის სამკაული დაამზადეს. სწორედ ამ კონკურსში გამარჯვება იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა ბრენდის განვითარებისთვის. Graff Diamonds-მა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო.

ლოურენსმა გადაწყვიტა იოჰანესბურგის ბრილიანტის საბითუმო ვაჭრობისა და მწარმოებლის, სამხრეთ აფრიკის Diamond Corp-ის საკონტროლო აქციების 51% ეყიდა. ამ ნაბიჯით მან გადაჭრა პრობლემა ეთიკურად მოპოვებული ბრილიანტების მუდმივი მიწოდების საჭიროების შესახებ და საშუალება მისცა გაეგრძელებინა გლობალურ ბაზარზე წვდომა. ბიზნესის გაფართოებისას ლორენსმა შეაგროვა ძალიან მაღალი დონის კლიენტების ბაზა. მათ შორის ისეთების, როგორიცაა ბრუნეის სულთანი ჰასანალ ბოლკია, რომელიც საბოლოოდ მისი მუდმივი კლიენტი გახდა. მას გარდა ბრენდს ყურადღება მიაქცია საუდის არაბეთის პრინცმა და ბიზნესმენმა თურქი ილ ბინ აბდულაზიზ ალ საუდიმ.

ლორენსმა განაგრძო თავისი მაღალი კლასის კლიენტების ბაზის გაშენება საქმე იქამდე მივიდა, რომ პოტენციურ კლიენტებს პირად იახტებსა და სასახლეებში ხვდებოდა.

მალე გრაფმა მოახერხა Graff Diamonds-ის გაფართოება და გახსნა 35-ზე მეტი მაღაზია მთელ მსოფლიოში.

ლორენსი თვლის, რომ Graff Diamonds-ის საერთო წარმატება საქმისადმი მისი სიყვარულია. მნიშვნელოვნია ის ფაქტი, რომ ბრენდი მხოლოდ ეთიკურად მოპოვებული ალმასის შესყიდვას აწარმოებს.

Graff Diamonds დღემდე საოჯახო ბიზნესად რჩება. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი დღეს მისი ვაჟი – ფრანსუაა. ხოლო ბრენდის წმინდა ქონება 2022 წლის მდგომარეობით 6,59 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close