ეკონომიკა

საქართველოში იმპორტირებული მედიკამენტების 20%-ზე მეტი რეექსპორტზე გადის – სად ვყიდით სამკურნალო საშუალებებს

საქართველოში იმპორტირებული მედიკამენტების 20%-ზე მეტი რეექსპორტზე გადის - სად ვყიდით სამკურნალო საშუალებებს

საქართველოში იმპორტირებული მედიკამენტების 20%-ზე მეტი რეექსპორტზე გადის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 234,207 მლნ დოლარის ღირებულების დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი განხორციელდა, საიდანაც 47,597 მლნ დოლარის რეექსპორტზე გავიტანეთ.

რაც შეეხებს ქვეყნებს, წელს საქართველომ წამლები მსოფლიოს 26 ქვეყანაში „გადაყიდა”, მათ შორის, ყველაზე დიდი რაოდენობით უზბეკეთში – 28,790 მლნ დოლარის ღირებულების.

Top-10 ქვეყანა, სადაც საქართველოდან სამკურნალო საშუალებების რეექსპორტი განხორციელდა:

უზბეკეთი – 28,790 მლნ დოლარი

აზერბაიჯანი – 10,103 მლნ დოლარი

სომხეთი – 2,286 მლნ დოლარი

ყირგიზეთი – 1,571 მლნ დოლარი

რუსეთი – 1,512 მლნ დოლარი

მოლდოვა – 960,3 ათასი დოლარი

ლიბია – 346,5 ათასი დოლარი

ტაჯიკეთი – 296,6 ათასი დოლარი

ირანი – 227,3 ათასი დოლარი

უკრაინა – 172,4 ათასი დოლარი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close