ეკონომიკა

ყაზბეგში, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში ტურისტული ბილიკების მოწყობაზე 27 მილიონი დაიხარჯება

ყაზბეგში, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში ტურისტული ბილიკების მოწყობაზე 27 მილიონი დაიხარჯება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ყაზბეგის, თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ბილიკების მოწყობისა და ტურისტული კოტეჯების დადგმისთვის 27-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. მშენებლობას მსოფლიო ბანკი რეგიონული განვითარების მესამე პროექტით აფინანსებს.

“პროექტის ძირითადი მიზანია ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის დაცული ტერიტორიებისთვის მდგრადი ვიზიტორთა ბილიკებისა და მთის ქოხების განვითარება. ჯუთა – ომალოს ბილიკების ქსელი მოიცავს კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევს, მცხეთამთიანეთის რეგიონს, დუშეთის მიუნიციპალიტეტსა და აღმოსავლეთ კავკასიონზე თუშეთის ქვაბულს.
ყველაზე დაბალი წერტილი ზღ. დ-დან 900 მ-ზე მდებარეობს, ხოლო ყველაზე მაღალი წერტილი ზღ.დ-დან 3431მ-ია.

საფეხმავლო მარშრუტზე, საბაზისო ინფრასტრუქტურის სახით, შემდეგი ობიექტების განთავსებაა გათვალისწინებული: ხიდები, მოაჯირები და კლდის საფეხურები. ხიდები – მარშრუტზე სხვადასხვა სიგრძის (4-დან 16-მეტრამდე) ხიდების დროებითი და სტანდარტული კონსტრუქსაფეხმავლო მარშრუტზე, საბაზისო ინფრასტრუქტურის სახით, შემდეგი ობიექტების განთავსებაა გათვალისწინებული: ხიდები, მოაჯირები და კლდის საფეხურები. ხიდები – მარშრუტზე სხვადასხვა სიგრძის (4-დან 16-მეტრამდე) ხიდების დროებითი და სტანდარტული კონსტრუქციებია გათვალისწინებული. ასევე იგეგმება ლოდებით მოწყობილი ფონური ხიდების განთავსება.

პროექტით გათვალისწინებულია ღამის სათევი ქოხების მოწყობა 7 ლოკაციაზე:

• აბუდელაური – ყაზბეგის ეროვნული პარკის და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია.
• ზედა ტანიე- ყაზბეგის ეროვნული პარკის და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტოტია.
• არხოტის თავი – ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.
• დათვისჯვარი – ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.
• ქვედა ტანიე – ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.
• ხიდოტანი – ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.
• ქვახიდი – თუშეთის ეროვნული პარკი და თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია,”- ნათქვამია დოკუმენტში.

სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა გააჩნდეს 2017 წლის შემდგომ მინიმუმ 13.5 მილიონი ლარის ღირებულების მსგავსი სირთულის კონტრაქტის შესრულების გამოცდილება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close