მსოფლიო

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 600 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 600 მილიონს გადააჭარბა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შაბათის დილის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 600 მილიონს მიაღწია.

მსოფლიოში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე 6,48 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

20 მილიონზე მეტი ინფექციის მქონე ქვეყნებში შედის აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და სამხრეთ კორეა.

პორტალ Worldometers-ის მიხედვით, რომელიც სპეციალიზირებულია მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების სტატისტიკაში, შაბათს დილით პლანეტაზე 1 მილიონ ადამიანზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 832,1 იყო. ინდოეთში 1 მილიონ მოსახლეზე 374 ადამიანი იღუპება, ბრაზილიაში – 3167, საფრანგეთში – 2346, გერმანიაში – 1744, დიდ ბრიტანეთში – 2735, იტალიაში – 2907, სამხრეთ კორეაში – 516. შეერთებული შტატების მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close