ეკონომიკა

სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა იზრდება

სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა იზრდება

2022 წლის იანვარ-ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა გაიზარდა.

კერძოდ, როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 50 806 098 ლარს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 33 116 700 ლარს შეადგენდა.

ამასთან, 2022 წლის 7 თვეში ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან – 25 220 923 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან – 3 212 417 ლარი; სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან (ონლაინ კაზინოები) – 6 330 213 ლარი, სამორინეს მაგიდიდან – 15 752 001 ლარი, სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი კი – 16 239 582 ლარი იყო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close