ეკონომიკა

საქართველოში ზეთის იმპორტი განახევრდა – სად და რა ფასად ვყიდულობთ პროდუქტს

საქართველოში ზეთის იმპორტი განახევრდა - სად და რა ფასად ვყიდულობთ პროდუქტს

საქართველოში მზესუმზირის ზეთის იმპორტი განახევრდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, თუ 2021 წლის 7 თვეში ქვეყანამ 20 581 ტონა (30,359 მლნ დოლარის ღირებულების) ზეთი იყიდა, წელს ანალოგიურ პერიოდში იმპორტირებული პროდუქტის მოცულობამ 9 253 ტონა (17,677 მლნ დოლარი) შეადგინა. შედეგად გამოდის, რომ წელს საქართველოს ზეთის იმპორტი ტონაზე დაახლოებით 29,5%-ით გაუძვირდა. კერძოდ, თუ შარშან ერთი ტონის საშუალო ღირებულება 1 475 დოლარს შეადგენდა, 2022 წელს ფასი 1 910 დოლარამდე გაიზარდა.

წელსაც, შარშანდელის ანალოგიურად საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობით ზეთის იმპორტი რუსეთიდან განხორციელდა, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, ხეთეულში შედიან უკრაინა, ყაზახეთი და თურქეთი.

სად რა ფასად ყიდულობს საქართველო ზეთს (2022 წლის სტატისტიკა):

რუსეთი – 7 139 ტონა (13,454 მლნ დოლარი) – საშუალო ფასი ტონაზე 1 884 დოლარი

აზერბაიჯანი – 1 525 ტონა (3,045 მლნ დოლარი) საშუალო ფასი ტონაზე 1 997 დოლარი

უკრაინა – 278 ტონა (524,1 ათასი დოლარი) საშუალო ფასი ტონაზე 1 885 დოლარი

ყაზახეთი – 142 ტონა (273,5 ათასი დოლარი) საშუალო ფასი ტონაზე 1 926 დოლარი

თურქეთი – 122 ტონა (281,7 ათასი დოლარი) საშუალო ფასი ტონაზე 2 310 დოლარი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close