ეკონომიკა

„აშშ-ში ბევრად მეტს იხდიან ღვინოში, ამიტომ საქართველოსთვის სარგებლიანი იქნება აშშ-ში ღვინის ექსპორტი გაზარდოს“

„აშშ-ში ბევრად მეტს იხდიან ღვინოში, ამიტომ საქართველოსთვის სარგებლიანი იქნება აშშ-ში ღვინის ექსპორტი გაზარდოს“

დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) კონფერენცია ჩატარდა. როგორც კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ, კარლ სტორჩმენმა განაცხადა, ფასიდან გამომდინარე აშშ-ს ბაზარი ქართული ღვინისთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება.

“ვიცი, რომ საქართველო დიდი ოდენობით ღვინის ექსპორტს ახორციელებს აშშ-ში, თუმცა ვერ შეედრება რუსეთში ექსპორტირებულს. აშშ-ში ბევრად მეტს იხდიან ღვინოში. ამიტომ, საქართველოსთვის უფრო მეტად სარგებლიანი იქნება აშშ-ში ღვინის ექსპორტი გაზარდოს. ამას გარდა, გერმანია და დიდი ბრიტანეთი ბაზრებიც მნიშვნელოვანია. ქართულ ღვინოს სხვებისგან ღვინის დამზადების ტექნილოგია გამოარჩევს, რაც არის ქვევრი. ასევე, ყურძენიც ასეთი სახეობები სხვებს არ აქვთ. ვიცი, რომ საფერავი სხვაგანაც იზრდება, თუმცა იქ ასეთი არ არის და არც ასეთი ღვინო მზადდება”,-აცხადებს ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი კარლ სტორჩმენი.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, რომელიც ღვინის სექტორს ეხება, 2017 წლიდან 2019 წლამდე ქართული საექსპორტო ღვინის ფასი იზრდებოდა. პანდემიამ და ასევე შედარებით იაფ ბაზრებზე ფოკუსირებამ 2020 წელს ღვინის საშუალო ფასი შეამცირა. ორგანიზაციის ცნობითვე, გასულ წელს აშშ-ში ლიტრი ქართული ღვინის საშუალო 6 დოლარს აჭარბებდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close