დღის ამბები

გასტროტურიზმის ფასი პანდემიის შემდეგ მინიმუმ 30%-ით გაიზარდა – ასოციაცია

გასტროტურიზმის ფასი პანდემიის შემდეგ მინიმუმ 30%-ით გაიზარდა - ასოციაცია

პანდემიის შემდეგ, საქართველოში დასვენების ფასი გაიზარდა. გასტროტურიზმის მაგალითზე, ზრდამ მინიმუმ 30% შეადგინა – ამის შესახებ  გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელმა ქეთი კვიჭიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ფასთან ერთად, გაზრდილია ინტერესი და სტუმრების რაოდენობა, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მოგზაურების მხრიდან.

„გასტროტურიზმის მიმართ ინტერესი ძალიან გაზრდილია. განსაკუთრებით შიდა ტურიზმში, რაც მოულოდნელი და ძალიან პოზიტიური ტენდენციაა.

რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურებს, ყველაზე მეტად ევროპელებს აინტერესებთ, შემდეგ მეზობელ ქვეყნებს და ძალიან ნაკლებია ინტერესი არაბული ქვეყნებისგან, რადგან გასტრო და ეთნო ტურიზმი ერთმანეთთან ბმაშია, ალბათ, ეს იწვევს მათ ნაკლებ ინტერესს.

ბოლო დროს მყავდა გერმანელი და ფრანგი სტუმრები და რაც უნდა უცნაური იყოს კონსერვატორი ფრანგებისგან, რომლებსაც თავისი სამზარეულო ძალიან უყვართ, აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ქართული გასტრონომიით.

ამ მხრივ პირველ ადგილზე ისევ კახეთი და აჭარაა, რომლებიც ისედაც ლიდერობენ ტურისტულ მონაცემებში. მოთხოვნა გაზრდილია იმერეთზე და ამ ბოლო დროს რაჭაზე, სადაც აქტივობას ზაფხულის ფესტივალებმაც შეუწყო ხელი. ეს ყოველთვის კარგ ეფექტს იძლევა.

ტურიზმის და დასვენების ფასი ნამდვილად გაზრდილია. გასტროტურიზმის ფასი პანდემიის შემდეგ მინიმუმ 30%-ით გაიზარდა“, – განაცხადა კვიჭიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close