დღის ამბები

მარიამ მედულაშვილმა 5 ივლისის ერთ ერთი მოძალადე ამოიცნო

სამოქალაქო აქტივისტმა მარიამ მედულაშვილმა 5 ივლისის დარბევის დროს ის პირი ამოიცნო ვინც მას თავს დაესხა .
როგორც აქტივისტი ამბობს :
„დღეს ვიყავი გამოძახებული პოლიციაში გამომკითხეს და ფოტოებზე ამოვიცანი პირი ვინც თავს დამესხა მხოლოდ იმის გამო რომ მე სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა მხარდასაჭერად ვიდექი ჩემთვის მშვიდად და მკლავზე მეკეთა ცისარტყელას ფერებიანი სამაჯური. როგორც გავარკვიე პირი ვინც მე თავს დამესხა ჩამოსული იყო რეგიონიდან კერძოდ კახეთიდან მხოლოდ იმიტომ რომ მღვდელმა ურჩია ხალხის დარბევა. პოლიციაში მითხრეს რომ მასაც გამოჰკითხავენ და დააკავებენ.
ამ დღემდე მე ამ მოძალადესთან არანაირი შეხება არ მქონია. “
ბოლო მონაცემებით, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ 15 პირია დაკავებული, მათგან ბრალი 8 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 25 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით გასამართი აქციის პარალელურად, მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ მიმდინარე აქციაზე, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და ,,ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს, იძალადეს სამოქალაქო აქტივისტებზე რომლებიც მშვიდად გამოხატავდნენ თავის პოზიციას , იძალადეს ასევე უფლებადამცველებზე განახორციელეს მათ მიმართ პროფესიული ნიშნით დევნა და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close