დღის ამბები

იუპიტერი ჯეიმს ვების ტელესკოპის ობიექტივში – შთამბეჭდავი კადრი

იუპიტერი ჯეიმს ვების ტელესკოპის ობიექტივში - შთამბეჭდავი კადრი

მსოფ­ლი­ოს ახა­ლი და ყვე­ლა­ზე დიდი, გა­სა­ო­ცა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე კოს­მო­სუ­რი ტე­ლეს­კო­პი სამ­ყა­როს სულ სხვა ფე­რე­ბით გვიჩ­ვე­ნებს. სა­უ­ბა­რია ჯე­იმს ვე­ბის ტე­ლეს­კოპ­ზე, რომ­ლის მიერ გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­საც ნასა დრო­დად­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბას უზი­ა­რებს.

ამ­ჯე­რად იუ­პი­ტე­რის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნეს. ეს არის პლა­ნე­ტის აქამ­დე არ­სე­ბულ ფო­ტო­ებს შო­რის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი გარ­ჩე­ვა­დო­ბის, ყვე­ლა­ზე ხას­ხა­სა კად­რი.

“ასე­თი იუ­პი­ტე­რი აქამ­დე არ გვი­ნა­ხავს, ეს შთამ­ბეჭ­და­ვია“, – ამ­ბობს ას­ტრო­ნო­მი კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი იმკ დე პი­ტე­რი. მი­სი­ვე თქმით, ეს ფოტო მზის სის­ტე­მის ყვე­ლა­ზე დიდი პლა­ნე­ტის შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნებს ცვლის.

ფო­ტო­ე­ბი ტე­ლეს­კო­პის ინფრა­წი­თელ­მა კა­მე­რამ გა­და­ი­ღო და ვი­ნა­ი­დან ინფრა­წი­თელ სი­ნათ­ლეს ადა­მი­ა­ნის თვა­ლი ვერ აღიქ­ვამს, მეც­ნი­ე­რებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გია მის და­სა­მუ­შა­ვებ­ლად, რათა ფოტო ადა­მა­ი­ნის თვა­ლის­თვის აღ­საქ­მე­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close