მსოფლიო

ენტონი ფაუჩი თანამდებობას ტოვებს

ენტონი ფაუჩი თანამდებობას ტოვებს

ენტონი ფაუჩი თანამდებობას ტოვებს. როგორც BBC წერს, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი სამედიცინო მრჩეველი აცხადებს, რომ ის 38-წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ თანამდებობას დეკემბერში დატოვებს.

„ჩემთვის პატივი იყო ამ უწყებისთვის მეხელმძღვანელა“, – განაცხადა 81 წლის ფაუჩიმ.

“ვგეგმავ ჩემი კარიერის მომდევნო ეტაპზე გადავლას, ვინაიდან ჩემს სფეროში მუშაობის ენერგია და სურვილი ჯერ კიდევ მაქვს”, – დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ ფაუჩი კოვიდპანდემიის პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული პირი გახდა. მისი განცხადებები და მოსაზრებები სამედიცინო წრეებში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ყურადსაღები იყო.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ენტონი ფაუჩის მადლობა გადაუხადა.

„აშშ უფრო ძლიერი, უფრო მდგრადი და ჯანმრთელია მისი დამსახურებით“, – განაცხადა ბაიდენმა.

ფაუჩი აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტს 1968 წელს შეუერთდა, დირექტორად კი 1984 წელმ შიდსის ეპიდემიის დროს დაინიშნა. მან აშშ-ის შვიდი პრეზიდენტის პერიოდი გამოიარა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close