დღის ამბები

თურქეთი, სირია, ნეპალი – რომელია მსოფლიოს Top-10 ყველაზე იაფი ქვეყანა საცხოვრებლად და არის თუ არა საქართველო ამ რეიტინგში

თურქეთი, სირია, ნეპალი - რომელია მსოფლიოს Top-10 ყველაზე იაფი ქვეყანა საცხოვრებლად და არის თუ არა საქართველო ამ რეიტინგში

თურქეთი, სირია, ნეპალი – ეს არის მსოფლიოს 3 ქვეყანა იმ ათიდან, სადაც worldpopulationreview-ის მონაცემებით ცხოვრება ყველაზე იაფია.

ზოგადად, იმისათვის, რომ ადამიანმა იარსებოს და შეიქმნას გარკვეული კომფორტი, სჭიროა ფული. ზოგიერთ ქვეყანაში ცხოვრება ძალიან ძვირია, მაგალითად, შეერთებული შტატების ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ნიუ-იორკი და სან-ფრანცისკო, საცხოვრებელი ხარჯების ღირებულება ძალიან მაღალია. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ იქ შესაბამისი ფულის გამომუშავებაც შეიძლება. ბევრად იაფია ხარჯები ამერიკის შედარებით პატარა ქალაქებში – მაგ. მისისიპი, კანზასი ან ოკლაჰომა.

წარმოგიდგენთ ქვეყნებს, რომლებიც საცხოვრებლად ყველაზე იაფია. როგორც წესი, ცხოვრების ხარჯების გამოთვლა იწყება სხვადასხვა საჭიროებების ღირებულების აღრიცხვით. შემდეგ ეს ხარჯები შედარებულია იმავე საჭიროებების ფასთან სხვა ქვეყნებში.

Top- 10 ყველაზე იაფი ქვეყანა საცხოვრებლად (გამოთვლილია საშუალო თვიური დანახარჯი აშშ დოლარში)

ავღანეთი – 354 დოლარი

პაკისტანი – 370 დოლარი

ინდოეთი – 423 დოლარი

ტუნისი – 424 დოლარი

შრი-ლანკა – 428 დოლარი

ყირგიზეთი – 430 დოლარი

ალჟირი – 431 დოლარი

სირია – 435 დოლარი

ნეპალი – 439 დოლარი

თურქეთი – 447 დოლარი

ცხადია, საქართველო მსოფლიოს ყველაზე იაფი ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა. თუმცა worldpopulationreview -ის დაანაგრიშებით, მხოლოდ საცხოვრებელი ხარჯებისთვის ერთ ადამიანს თვიურად საშუალოდ 538 დოლარია საჭირო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close