დღის ამბები

Canva-ს ისტორია – როგორ იქცა საშუალო სკოლის მოსწავლის “წლის იდეა“ 40 მილიარდ დოლარიან ბიზნესად

Canva-ს ისტორია - როგორ იქცა საშუალო სკოლის მოსწავლის “წლის იდეა“ 40 მილიარდ დოლარიან ბიზნესად

დიზაინის პლატფორმა ინტერნეტში, Canva სწრაფად გახდა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი აპლიკაცია მსოფლიოს მასშტაბით. დამწყები მეწარმეებისთვის და სოციალური მედიის ნებისმიერი პროდუქციის შესაქმნელად Canva ერთ-ერთ იდეალურ პროგრამად ითვლება.

პროგრამის შაბლონების მასიურ კოლექციაში და ვრცელ ფოტოგრაფიის პორტფოლიოში ადვილად იპოვით იმას, რაც გჭირდებათ. Canva ამარტივებს ნებისმიერი ვიზუალური შინაარსის შექმნის პროცესს. სოციალური მედიის გრაფიკიდან დაწყებული, პრეზენტაციებით, პლაკატებით და დოკუმენტებით დამთავრებული – მარტივი შაბლონების გამოყენებით, ნებისმიერი რამის შესრულება შეგიძლიათ.

დღეს პროგრამას მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნიდან 75 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. საინტერესოა, როგორ იქცა ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული გრაფიკული დიზაინის პლატფორმა, მსოფლიოს ერთ -ერთ ყველაზე გამოყენებად პროგრამად?

დასაწყისი

ღია ინტერნეტ ინსტრუმენტი Canva მელანი პერკინსის, კლიფ ობრეხტის და კამერონ ადამსის მიერ შეიქმნა.

მელანი პერკინსი – ქალი, რომელმაც დააარსა Canva, მეწარმეობას პატარა ასაკიდანვე ცდილობდა. ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში თავის ხელნაკეთ შარფებს ადგილობრივ მაღაზიებსა და ბაზრობებზე ყიდდა.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, საკუთარი “სასწავლო კურსები“ გახსნა და სტუდენტებს გრაფიკული დიზაინის პროგრამულ უზრუნველყოფას ასწავლიდა. სწორედ საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასში დაებადა მას Canva-ს კონცეფციის იდეა.

სამწუხაროდ, თავდაპირველად არც მელანიმ და არც მისმა თანადამფუძნებელმა, კლიფ ობრეხტმა, არ იცოდნენ, როგორ გამოეყენებინათ ტექნოლოგია. ამასთან ერთად, მათ არც ფული ჰქონდათ. ამის ნაცვლად, მათ ბაზრის სპეციფიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად Fusion Books (საშუალო სკოლის წიგნებისთვის განკუთვნილი ილუსტაციები) შექმნეს.

Fusion Books უზრუნველყოფდა ადვილად გამოსაყენებელ ხელსაწყოებს სტუდენტებისთვის და სკოლებისთვის. საიტმა მოსწავლეებს ასევე შესთავაზა წვდომა სხვადასხვა წინასწარ მომზადებულ შაბლონებზე, რომელთა შეცვლაც მომხმარებლებს ტექსტით და მედიით შეეძლოთ. ციფრულად შექმნილი წიგნები, შემდგომ პერკინსის დედის სალონში იბეჭდებოდა. თუმცა მინი გამომცემლობა მომხმარებლებს მთელ ავსტრალიაში ემსახურებოდა. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი: სულ რაღაც ხუთ წელიწადში, ავსტრალიური სტარტაპი Fusion Books ინდუსტრიის ლიდერი გახდა. გახსნეს საერთაშორისო ფილიალები ახალ ზელანდიასა და საფრანგეთში. კომპანია დღესაც საკმაოდ პოპულარულია.

Fusion Books-ის წარმატების შემდეგ, მელანიმ პოტენციური მხარდამჭერების მოძიება დაიწყო, თუმცა სტარტაპის დაფინანსებით მის ადრეულ ეტაპზე არცერთი Silicon Valley VC არ იყო დაინტერესებული.

კომპანიის დამფუძნებლებმა მოგვიანებით მედიასთან გაიხსენეს, რომ მათი შეთავაზება ასზე მეტმა პოტენციურმა ინვესტორმა უარყო… თუმცა საბოლოოდ “მოჯადოებული წრე“ დიდი ძალისხმევის შედეგად გაირღვა და სტარტაპით ცნობილი საწარმოს ფინანსისტი, ბილ ტაი დაინტერესდა. ბილის შუამდგომლობით პროგრამას რამდენიმე დამფინანსებელიც გამოუჩნდა.

დაფინანსების ნაკადმა წაახალისა მელანი, გადასულიყო მისი ხედვის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იყო გუნდის შეკრება. მან ტექნიკურ თანადამფუძნებლად დაიქირავა კამერონ ადამსი და დეივ ჰერნდენი – როგორც ტექნიკური დეველოპერი. მელანიმ და ორმა ტექნიკოსმა ერთად ააშენეს Canva-ს პლატფორმა, შეკრიბეს გუნდი, რათა მომხმარებლებს სხვადასხვა დიზაინის დამზადებაში უსასყიდლოდ დახმარებოდნენ.

ამჟამად Canva-ს გუნდში 2000-ზე მეტი ადამიანია, რომელთა რიცხვიც სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან კომპანია ჩინეთში, დუბაისა და ფილიპინებში გადის.

სტაბილური ზრდა

დადგენილია, რომ უკვე ყოველთვიურად Canva-ს 50 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

ბანერები, სავიზიტო ბარათები, პლაკატები, ფლაერები, youtube-ის არხის მხატვრობა და ფეისბუქის ქავერები – ეს არის მხოლოდ რამდენიმე კომპონენტი, რისი შექმნაც მომხმარებლებს ამ უფასო შაბლონების დახმარებით შეუძლიათ. Canva ამაყობს, რომ ორგანიზაციების 85% იყენებს მის პლატფორმას.

15 საინვესტიციო რაუნდის განმავლობაში Canva-მ მოიზიდა 372.6 მილიონ დოლარზე მეტი. Canva არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი პროგრამული უზრუნველყოფის ფირმა, რომლის ღირებულება 40 მილიარდი დოლარია.

მათი პროგნოზით, 2022 წელს კორპორაციის გაყიდვები 500 მილიონ დოლარს მიაღწევს.

Canva-ს პოპულარობა, პირველ რიგში, პროგრამის მარტივი ინტერფეისიდან გამომდინარეობს. ის არის უფასო და მარტივი ალტერნატივა პროფესიონალური დონის დიზაინის სხვა პროგრამებისთვის, როგორიცაა Adobe Illustrator ან Adobe Photoshop. ნებისმიერს, ვისაც აქვს ინტერნეტი, შეუძლია დიზაინის შექმნა.

პერკინსი იმედოვნებს, რომ Canva-ს ახალი ვებსაიტის შესაძლებლობების გამოშვება წაახალისებს ინდივიდებს, რომ გადააკეთონ PDF რეზიუმეები.

ყოველ წამში პროგრამაში 120 ახალი დიზაინი გენერირდება, ხოლო პლატფორმაზე გამოქვეყნებულია 7 მილიარდზე მეტი დიზაინი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close