დღის ამბები

ვაშლის მიღებას კომპანიები სექტემბრიდან დაიწყებენ – საპროგნოზო მოსავალი 130-135 ათასი ტონაა

ვაშლის მიღებას კომპანიები სექტემბრიდან დაიწყებენ - საპროგნოზო მოსავალი 130-135 ათასი ტონაა

მიმდინარე წელს, ვაშლის საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით, 130-135 ათას ტონას შეადგენს. კომპანიები ვაშლის მიღებას სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ვაშლის მოსავლის სეზონთან დაკავშირებული საკითხები გადამმუშავებელი და კონცენტრატის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.

„ვაშლის მოსავლის აღება-დაბინავება-რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს სექტორის ყველა რგოლთან აქტიური კომუნიკაციით”, – განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, ადგილობრივ ბაზარზე ფერმერებს ვაშლის რეალიზაციისას პრობლემები შეექმნათ. მიზეზი უხვი მოსავალი და პროდუქციით გაჯერებული ადგილობრივი ბაზარია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close