დღის ამბები

რომელია 8 ყველაზე ძვირად ღირებული ბრილიანტი მსოფლიოში

რომელია 8 ყველაზე ძვირად ღირებული ბრილიანტი მსოფლიოში

ძვირფასი ქვებისა და ბრილიანტების მფლობელები აქტუალურობას არ კარგავენ. მდიდრები ალმასში ინვესტიციას ახორციელებენ, რომელიც წამგებიანი არასდროს არის. მილიონებად შეძენილი ნიმუშების ღირებულება წლებთან ერთად იზრდება.

წარმოგიდგენთ 8 ყველაზე ძვირად ღირებულ ბრილიანტს მსოფლიოში:

Koh-I-Noor

Koh-I-Noor ნიშნავს “სინათლის მთას” და ითვლება, რომ ყველაზე ცნობილი და ძვირფასი ბრილიანტია მსოფლიოში.

ალმასი თავდაპირველად 793 კარატს იწონიდა, თუმცა დროთა განმავლობაში ბრილიანტმა ფორმა შეიცვალა, გადამუშავდა და ამჟამად 105,6 კარატს იწონის.

ალმასი მოიპოვეს ინდოეთში, გოლკონდას რეგიონში მე-11-მე-12 საუკუნეებში. ბრილიანტს დიდი ისტორია აქვს. სიქების მეფემ მაჰარაჯა რანჯიტ სინგმა ბრილიანტი 1813 წელს შეიძინა, ბოლოს კი ბრიტანელების მეურვეობაში გადავიდა.

ძვირფასი ქვა მე-19 საუკუნიდან რჩება ბრიტანეთის სამეფო ოჯახის საკუთრებაში. იგი მოთავსებულია გვირგვინის წინა მხარეს, რომელსაც დედოფალი ელიზაბეთი ატარებს.

Cullinan

ბრილიანტი Cullinan, რომელიც 1905 წელს სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, თავდაპირველად 3106 კარატს იწონიდა, რაც მას ისტორიაში უდიდეს ალმასად აქცევს.

დღევანდელ ბაზარზე ქვა დაახლოებით 400 მილიონი დოლარი ღირს. მცირე ჭრის გარდა, ალმასის ცხრა მასიური ფრაგმენტი იწონის დაახლოებით 1055 კარატს.

The Hope

112-კარატიანი ბრილიანტი, რომელსაც სახელად “იმედი“ შეარქვეს, ფრანგმა მოგზაურმა, სახელად ჟან ბატისტ ტავერნიემ იყიდა. ვარაუდობენ, რომ ის აღმოაჩინეს იმავე გოლკონდას მაღაროში, სადაც Koh-i-Noor.

თავის მოხსენებებში ტავერნიე ალმასს იისფრად აღწერდა. მოგვიანებით მოგზაურმა ის მეფე ლუი XIV-ს მიჰყიდა და ალმასი ცნობილი გახდა როგორც “გვირგვინის ლურჯი ბრილიანტი”. ალმასი იწონის 45 კარატს და შეფასებულია 200-350 მილიონ დოლარად.

De Beers Centenary

1986 წელს სამხრეთ აფრიკაში მისი აღმოჩენის შემდეგ, ბრილიანტი სახელად Centennial მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდეს ბრილიანტად აღიარეს. იგი 599 კარატს იწონიდა.

1991 წლის დებიუტამდე ის დაზღვეული იყო 100 მილიონ დოლარად. იმის გამო, რომ არავინ იცის, ვის საკუთრებაშია ძვირფასი ქვა, მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.

CTF – ვარდისფერი ვარსკვლავის ბრილიანტი

ოვალური ფორმის, უნაკლო ბრილიანტი მსოფლიოში ყველაზე ნათელი ვარდისფერი ბრილიანტია. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ადგილი უცნობია, De Beers-მა იგი მოიპოვა აფრიკაში 1999 წელს. იმ დროს ქვა 132,5 კარატს იწონიდა.

Steinmetz Group-მა თითქმის ორი წელი დახარჯა მის 59,60-კარატიან ბრილიანტად ჭრასა და გაპრიალებაზე. 2003 წელს იგი საჯაროდ გამოიფინა მონაკოში. იმ დროს იგი ცნობილი იყო, როგორც სტეინმეცის ვარდისფერი ბრილიანტი.

2017 წლის აპრილში ვარდისფერი ვარსკვლავი ჰონგ კონგში Sotheby’s-ის აუქციონზე 71,2 მილიონ დოლარად გაიყიდა.

Oppenheimer -ის ლურჯი ბრილიანტი

ვარდისფერი ბრილიანტის აღმოჩენამდე, ლურჯი ბრილიანტი Oppenheimer იყო ყველაზე ძვირად ღირებული ალმასი, რომელიც 2016 წელს Christie’s აუქციონზე გაიყიდა და მისი ფასი 57,5 ​​მილიონი დოლარი იყო. ულამაზესი ღრმა ლურჯი ბრილიანტის წონა 14,62 კარატია.

ჟოზეფინის ლურჯი მთვარე (Blue Moon Of Josephine)

2014 წელს სამხრეთ აფრიკაში Petra Diamonds-მა აღმოაჩინა 29,6-კარატიანი ბრილიანტი. პეტრამ ბრილიანტი მიჰყიდა Cora International-ს.

2015 წლის ნოემბერში ჰონგ კონგში, Sotheby’s-ის აუქციონზე ლურჯი ბრილიანტი 48,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. იმ დროისთვის 12,03 კარატიანი ბრილიანტი იყო ყველაზე ძვირად ღირებული აუქციონზე გაყიდული ნივთი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close