საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მწვერვალ თეთნულდისკენ, სადაც ჩარჩენილი ტურისტები იმყოფებიან, მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება, თუმცა მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მწვერვალ თეთნულდისკენ, სადაც ჩარჩენილი ტურისტები იმყოფებიან, მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება, თუმცა მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მწვერვალ თეთნულდისკენ, სადაც ჩარჩენილი ტურისტები იმყოფებიან, მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება.

ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც ქუთაისის აეროდრომიდან სამაშველო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ოპერატიულად მოახდინა ძალების მობილიზება. დადგინდა ლოკაცია და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მობილიზებულია ასევე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც ქუთაისის აეროდრომიდან სამაშველო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

ამ დროისთვის მწვერვალ თეთნულდისკენ მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის,თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტები დახმარებას ითხოვენ. არსებული ინფორმაციით, 6 ტურისტიდან 2 დაშავებულია. როგორც  ადგილობრივებმა განაცხადეს, რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ადგილობრივი მაშველები ვერტმფრენს ითხოვენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close