საზოგადოება

დღეს დიდგორობაა

დღეს დიდგორობაა

დღეს დიდგორობა აღინიშნება. თეთრიწყაროში დიდგორის ველი, ტრადიციულად, ღია ცის ქვეშ მუზეუმად გადაკეთდა. სპეციალურ ადგილებზე მოეწყო საზეიმო ღონისძიებები, ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნა ტრადიციული სამოსი და კულინარია.

სტუმრებისთვის გაიმართა თეატრალიზებული წარმოდგენა და ქორეოგრაფიული პროგრამა. ასევე, საჩვენებელი შეჯიბრებები დოღში, ჭიდაობასა და მკლავჭიდში.

1121 წლის დიდგორის ბრძოლას საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. დავით აღმაშენებლის მეთაურობით, ბრძოლა ერთიანობისა და ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close