დღის ამბები

ღეროვანი უჯრედების გადანერგვის საშუალებით აივ-ისგან მეოთხე პაციენტი განიკურნა

ღეროვანი უჯრედების გადანერგვის საშუალებით აივ-ისგან მეოთხე პაციენტი განიკურნა

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეძლეს ლეიკემიითა და აივ-ით დაავადებული მეოთხე პაციენტის განკურნება.

ის აღმოჩნდა 66 წლის მამაკაცი, რომელსაც 1988 წელს დაუდგინდა აივ-ი.

დაქვეითებული ინტენსივობის ქიმიოთერაპიის კურსის გავლის შემდეგ, 2019 წლის დასაწყისში მამაკაცს გაუკეთდა სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია და მას შემდეგ მის ორგანიზმში არ აღინიშნება აივ-ის რეპლიკაციის ნიშნები. მოცემული მომენტისათვის, უკვე 17 თვეა პაციენტი არ ღებულობს აივ-ის სამკურნალო საშუალებებს.

ამგვარი ტრანსპლანტაცია ძალიან საშიშია და მოითხოვს იშვიათი გენეტიკური მუტაციის დონორის მოძიებას, რომელიც მას ვირუსისადმი მდგრადს ხდის.

ამგვარი მუტაციის მქონე ადამიანებს გააჩნიათ აივ-ისადმი ბუნებრივი მდგრადობა, რადგანაც მათ იმუნურ უჯრედებში არის CCR5 რეცეპტორი, რომელიც ბლოკავს ვირუსის რეპლიკაციისათვის აუცილებელ გზებს.

ამას გარდა, აღნიშნული თერაპია მხოლოდ იმ პაციენტებისთვსაა შედეგიანი, რომელთაც აქვთ არა მარტო აივ-ი, არამედ სისხლის კიბოს გვიანი სტადია.

მკურნალობის აღნიშნული სახე შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს, რადგანაც არსებობს შანსი, რომ ორგანიზმის იმუნურმა სისტემამ არ მიიღოს და შეუტიოს იმპლანტირებულ უჯრედებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close