საზოგადოება

90 Covid-კლინიკაში სამედიცინო პერსონალისთვის დანამატი არ გაუციათ – შრომის ინსპექცია

90 Covid-კლინიკაში სამედიცინო პერსონალისთვის დანამატი არ გაუციათ - შრომის ინსპექცია

შრომის ინსპექციის მიერ შემოწმებული 127 კოვიდ-კლინიკიდან 90 დაწესებულებას 2021-2022 წლებში სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილი დანამატი არ გაუცია.

33 ობიექტზე დამატებითი ანაზღაურების/დანამატის და მისგან გამომდინარე შრომითი ურთიერთობების კუთხით დარღვევა არ გამოვლენილა, ხოლო 4 მათგანთან მიმართებაში საქმისწარმოება იმ საფუძვლით შეწყდა, რომ ისინი კოვიდ კლინიკის სტატუსით აღარ ფუნქციონირებენ.

„ამასთან, განმეორებითი ინსპექტირება განხორციელდა 86 კლინიკასთან მიმართებით, რომელთაგან სამსახურის მიერ გაცემული მითითებები სრულად იქნა აღმოფხვრილი 28 კლინიკის მიერ, რომლის შედეგად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მეორე განმეორებითი ინსპექტირება სამსახურმა 51 კლინიკაზე განახორციელა, რომელთაგან გაცემული მითითებები 20 კლინიკის მიერ სრულად იქნა შესრულებული“,- აღნიშნავენ შრომის ინსპექციის სამსახურში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close