კულტურა

„ტოპ განი: მავერიკი“ ამერიკის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების რეიტინგის მე-7 ადგილზე განთავსდა

„ტოპ განი: მავერიკი“ ამერიკის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების რეიტინგის მე-7 ადგილზე განთავსდა

ჯოზეფ კასინკსკის ფილმი „ტოპ განი: მავერიკი“, რომელშიც მთავარ როლს ტომ კრუზი ასრულებს, აშშ-ის შიდა კინოგაქირავებაში ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების რეიტინგის მეშვიდე პოზიციაზე განთავსდა. ფილმმა 662 მილიონი დოლარი უკვე გამოიმუშავა და ამ მაჩვენებლით უკან მოიტოვა „ტიტანიკი“, რომელიც ამ მომენტამდე მე-7 პოზიციას მყარად ინარჩუნებდა.

ფილმის პრემიერა მაისში შედგა და ამერიკის ფარგლებს გარეთ მისმა მოგებამ დამატებით 671 მილიონი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება „ტიტანიკს“, მე-7 ადგილზე ის 659 მილიონი დოლარით მყარად იმყოფებოდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მსოფლიო კინოგაქირავებაში ჯეიმს კემერონის პროექტი მკვეთრად უსწრებს „მავერიკს“ – „ტიტანიკმა“ ამერიკის ფარგლებს გარეთ 1,5 მილიარდი დოლარი მოაგროვა.

ამერიკის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების რეიტინგში, „მავერიკს“ წინ „ვარსკვლავური ომები:ძალების გამოღვიძება“ (936 მლნ.), „შურისმაძიებლები: დასასრული“ (853 მლნ.), „ავატარი“ (760 მლნ.), „შავი ავაზა“ (700 მლნ.) და „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ (678 მლნ.) უძღვის.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close