სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში 10 უკანონო სანახშირე ორმოს დემონტაჟი მოახდინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში 10 უკანონო სანახშირე ორმოს დემონტაჟი მოახდინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში 10 დაურეგისტრირებელი სანახშირე ორმო გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის მიმდებარედ, სამართალდამრღვევები ხის ნახშირის წარმოებას, მიწაში, კამერალურ რეჟიმში, გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით ახდენდნენ, რაც მიმდებარე ტერიტორიის დაკვამლიანებას, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას იწვევს და საფრთხეს უქმნის გარემოს.

კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ შესაბამისი ოქმები შეადგინეს და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ტექნიკური ანგარიშის არქონის გამო, ათივე უკანონო სანახშირე ორმოს დემონტაჟი მოახდინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close