ეკონომიკა

ივლისში, საქართველოში მხოლოდ ბოსტნეული და ხილი გაიაფდა – 10 პროდუქტი, რომელზეც ფასი შემცირდა

ივლისში, საქართველოში მხოლოდ ბოსტნეული და ხილი გაიაფდა - 10 პროდუქტი, რომელზეც ფასი შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5% შეადგინა.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 1.4%, რაც თვის ინფლაციაზე -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-21.1 %), ხილი და ყურძენი (-9.4 %), თევზეული (-1.6%). ამასთან, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (3.0 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2.4 %), პური და პურპროდუქტები (2.0%).

გთავაზობთ ათი პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიაფდა:

კომბოსტო – 32.7%-ით

კიტრი – 31.7%-ით

წიწაკა – 28.1%-ით

ჭარხალი – 22.4%-ით

კარტოფილი – 19.7%-ით

ბადრიჯანი – 17.6%-ით

მსხალი – 16.1%-ით

სტაფილო – 14.9%-ით

ქლიავი – 5.9%-ით

მწვანე ლობიო – 2.8%-ით

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ივლისში, ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის ლიდერობდა ჭარხალი, რომლის ფასიც 110,60%-ით იყო გაზრდილი; მას მოსდევდა ბადრიჯანი – 99,10%-იანი გაძვირებით; მე-3 ადგილზე კი, კომბოსტო რომელიც წლიურად 98,82%-ით იყო გაძვირებული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close