დღის ამბები

5-დან 1 300 დოლარამდე – რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სოუსები

5-დან 1 300 დოლარამდე - რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სოუსები

TheRichest.com მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ სოუსებს ასახელებს. პორტალი წერს, რომ ზოგადად, სოუსის სახეობა გავლენას ახდენს იმაზე, თუ რა დაჯდება თითოეული შეკვეთა, დაწყებული მსოფლიოს ყველაზე ძვირა დღირებული ჰამბურგერიდან და ყველაზე გიგანტური მრგვალი პიცით დამთავრებული.

TheRichest.com-ის შეფასებით, არა ერთი ენთუზიასტი და კოლექციონერი ამ პროდუქტის ფლობას გონივრულ ინვესტიციად მიიჩნევს.

რომელია ყველაზე ძვირად ღირებული სოუსები, რაც კი ოდესმე წარმოებულა:

Swamp Dragon Private Reserve Rum Dragon – ეს უიშვიათესი და ყველაზე ძვირად ღირებული ცხარე სოუსია, რომელიც ოდესმე შექმნილა. Swamp Dragon’s 2nd Edition Private Reserve-ის თითო ბოთლი, თითქმის, 1 300 დოლარი ღირდა. Black Tot Rum პრემიუმ-ხრისხის წიწაკისა და Swamp Dragon-ის უნიკალური ნაზავი ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გემოს ქმნის.

Dave’s Gourmet – სოუსმა სახელი ჩილის მოყვარულთა შორის თავისი საოცრად ცხარე, მაგრამ უგემოვნო Dave’s Insanity-ის სოუსით გაითქვა. მაკარონის ეს სოუსი ვაზზე მოყვანილ მომწიფებულ პომიდორს, თეთრ ტრიუფელსა და საკვებ ოქროს ფანტელებს შეიცავს. ეს სოუსი, რომლის მიწოდებაც მოჩუქურთმებული ხის ყუთებით ხდებოდ, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით იყო ხელმისაწვდომი და თითო ქილა 1000 დოლარი ღირდა.

Mad Dog 357 Plutonium No.9 – ერთი უნცია Mad Dog 357 Plutonium No.9 ბაზარზე 100 დოლარი ღირდა. ე.წ.ცოფიანი ძაღლის სოუსი, სიცხარის მხრივ, 10-დან რვა ქულას იღებს.

Cucina Antica Tuscany Pumpkin – საცალო ფასი 10 დოლარი – მათთვის, ვისაც უყვარს გოგრა, ეს სოუსი შესანიშნავია. ტკბილ სოუსში შერეულია დარიჩინის, ოხრახუშის, ნივრისა და როზმარინის ბრწყინვალე ტონები. ყველის ტორტელინის მსგავსად, განსაკუთრებით კარგად ეხამება შეფუთულ მაკარონს.

Rao’s Tomato Basil – საცალო ფასი 7 დოლარი – ამ ტომატის სოუსის გემო მომხმარებელს „ზაფხულის პიკის იტალიურ ბაღებს“ მოაგონებს. გემოს აძლიერებს სისხლივით წითელი ახალი პომიდვრისა და პიკანტური რეჰანის შერწყმა ზეითუნის ზეთით.

Gia Russa Alla Vodka – საცალო ფასი 5 დოლარი. მოკრძალებული ალკოჰოლის შემცველობა არ არის ის, რის გამოც ეს სოუსი გემრიელია, არამედ გემოზე ათქვეფილი ნაღების, კარაქისა და ტკბილი პომიდვრის სიჭარბე მოქმედებს.

Mom’s -საცალო ფასი 5 დოლარი – მაკარონის მოყვარულებში Mom’s-ის ყველა სოუსი მეტად პოპულარულია, თუმცა ზოგ მათგანს განსაკუთრებულად Mom’s-ის ცხარე Arrabbiata-ს (არაბიატას) სოუსი ძლიერი ანჩოუსის გემოს და სოკოს მნიშვნელოვანი ნაჭრების გამო უყვარს. თუ ის ზედმეტად ცხარე ან ინტენსიურია, რაიმე განსაკუთრებული სახის ყველით არბილებენ, როგორიც არის, მაგალითად, პარმეზანის ყველი.

Cholula („ჩოლულა“) – საცალო ფასი 5 დოლარი. ეს აშშ-ში ყველაზე ცნობილი ცხარე სოუსია. გასული 12 თვის განმავლობაში ბრენდზე ხშირი მოთხოვნა 50 შტატის 80%-ში დაფიქსირდა. „ჩოლულა“ არის საკვების, გემოს, მექსიკური წიწაკისა და სანელებლების დახვეწილი ნაზავი. ავთენტური რეცეპტი თავდაპირველად ცნობილი ხოსე კუერვოს ოჯახისთვის შექმნა მზარეულმა, რომელიც ცნობილი იყო, როგორც „ლა ჩილა.“

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close