ეკონომიკა

0 ლარი – ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟაზე არცერთი ტრანზაქცია არ შემდგარა

0 ლარი - ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟაზე არცერთი ტრანზაქცია არ შემდგარა

ივლისის თვე საქართველოს საფონდო ბირჟისთვის (GSE) უაღრესად არასახარბიელო შედეგით დასრულდა: ბირჟაზე არცერთი ტრანზაქცია არ შემდგარა, შესაბამისად, საშუალო ბრუნვამ 0 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 0-ლარიანი ბრუნვა გასული წლისთვის დამახასიათებელი მოვლენა იყო – 2021 წლის მაისში, აპრილში, ივნისსა და ივლისშიც არცერთი გარიგება არ შემდგარა. საერთო ჯამში, გასულ წელს ბირჟაზე 104 077 ლარის გარიგებები განხორციელდა.

გასათვალისწინებელია, რომ წინა თვეც GSE-ისთვის ანალოგიური – 0-ლარიანი შედეგით დასრულდა.

საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 24 კომპანიის ფასიანი ქაღალდია განთავსებული, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 750 მილიონ დოლარს შეადგენს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close