ეკონომიკა

წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტი 370 მლნ ლარის დეფიციტში იყო

წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტი 370 მლნ ლარის დეფიციტში იყო

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი დეფიციტში იყო. უფრო კონკრეტულად, ბიუჯეტის დეფიციტმა ქვეყანაში 370 მლნ ლარი შეადგინა. რაც შეეხება დეფიციტის მთავარ გამომწვევ მიზეზს, მონაცემების მიხედვით, არაფინანსური აქტივების ზრდის მოცულობამ 6 თვეში დაახლოებით 1,180 მლრდ ლარი შეადგინა, რამაც საბოლოო ჯამში ხარჯები მკვეთრად გაზარადა და ბიუჯეტი დეფიციტში გაიყვანა. შეგახსენებთ, რომ არაფინანსური აქტივი შეიძლება იყოს ავტომობილი, ავეჯი და სხვა ტიპის მატერიალური აქტივები.

რაც შეეხება ბიუჯეტის პირველად სალდოს, რომლიც შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობას გულისხმობს, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 6 თვეში 674 მლნ ლარი შეადგინა, რაც სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმას ნიშნავს, რომ პირველ ნახევარში ბიუჯეტის შემოსავლები იმაზე მეტი იყო, ვიდრე ხარჯები.

რაც შეეხება ნაშთის ცვლილებას, წლის დასაწყისისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის დაზუსტებული ნაშთის მოცულობამ 881.4 მლნ ლარი შეადგინა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close