ეკონომიკა

საქართველოში სულ 194 ბაზარია – რამდენი ადამიანია დასაქმებული ბაზრობებზე?

საქართველოში სულ 194 ბაზარია - რამდენი ადამიანია დასაქმებული ბაზრობებზე?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით, დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების გამოკვლევის 2021 წლის შედეგები გამოაქვეყნა.

მიმოხილვიდან ირკვევა, რომ შარშან საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 194 ეკონომიკური სუბიექტი, მაშინ როდესაც 2020 წელს რაოდენობა 201 ერთეული იყო.

მოქმედი ბაზრებიდან და ბაზრობებიდან 30.9% თბილისშია განთავსებული, 19.1% – იმერეთში, 12.9% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 11.9% – კახეთში, 7.2% – ქვემო ქართლში, 5.7% – აჭარაში, 4.6% – შიდა ქართლში, 2.6% – სამცხე-ჯავახეთში, 2.6% – მცხეთა-მთიანეთში, 1.5% – გურიაში და 1.0% – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებში.

საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 53.2 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც მოვაჭრეთა საშუალო დღიური რაოდენობა 38.1 ათას კაცს შეადგენს. რაც შეეხება ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტებში (ბაზრობების დირექციებში) დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა, გასულ წელს მათი რიცხვი 2.7 ათას კაცს შეადგენდა, რომელთაგან 33.5% ქალია. ამასთან, დასაქმებულთა 47.6% ქალაქ თბილისზე მოდიოდა.

ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომლის წილად 2021 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების საერთო რაოდენობის 76.8% მოდის, ხოლო ინდივიდუალური მეწარმეების წილად – 20.6%. ბაზრებისა და ბაზრობების დანარჩენ ნაწილს გააჩნია კოოპერატივის (1.0%) და სააქციო საზოგადოების (1.6%) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. 2021 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების 95.4% კერძო საკუთრებაშია, ხოლო 4.6% – სახელმწიფო საკუთრებაში.

2021 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრები და ბაზრობები 2 მლნ კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო განთავსებული. აღნიშნულ ტერიტორიაზე განლაგებული დახლების სიგრძე 50.8 ათას მეტრს შეადგენს, რომელთა 62.5% შენობაშია. ბაზრებსა და ბაზრობებს გააჩნია 70 ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორია, 1291 შემნახველი საკანი (საწყობი) 26.1 ათასი კვ. მეტრი ფართობით და 0.7 ათასი ტონა ტევადობის 361 მაცივარი.

აღსანიშნია, რომ 2021 წელს მოქმედი ბაზრობების 35.1% პროცენტი გადახურულია, 34.0% ღია ტიპისაა, ხოლო 30.9% ნახევრადგადახურულია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close