ეკონომიკა

2021 წელს ბაზრებისა და ბაზრობების დირექციებმა 147.3 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს

2021 წელს ბაზრებისა და ბაზრობების დირექციებმა 147.3 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს

2021 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტების შემოსავლებმა 147.3 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების გამოკვლევის შედეგებშია ნათქვამი.

სტატისტიკის მიხედვით, მიღებული შემოსავლიდან 16.2 მლნ ლარი (11%) ვაჭრობის უფლების გაცემიდან (ერთჯერადი გადასახდელის სახით) მიღებული შემოსავლებია, 125.2 მლნ ლარი (85%) – სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლები, ხოლო 5.9 მლნ ლარი (4%) სხვა სახის შემოსავლებს მიეკუთვნება.

აღსანიშნია ისიც, რომ გასულ წელს ბაზრებისა და ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 92.8 მლნ ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 27.4 მლნ ლარია.

გასულ წელს ქვეყანაში სულ 194 ბაზარი და ბაზრობა ფუნქციონირებდა, მაშინ როდესაც 2020 წელს რაოდენობა 201 ერთეული იყო.

2021 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე პირების მიერ სასურსათო, ისე არასასურსათო საქონლით ვაჭრობა ხორციელდებოდა.

ბაზრებისა და ბაზრობების 31.4%-ში ვაჭრობა მხოლოდ არასასურსათო საქონლით, ერთ-ერთ ბაზრობაზე – მხოლოდ სასურსათო საქონლით, სამი ბაზრობის ტერიტორიაზე – ავტომობილებითაც, ხოლო ოთხ ბაზარში იყიდება მხოლოდ ფრინველი და პირუტყვით მიმდინარეობდა.

საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა ორგანიზებულია კვირის სხვადასხვა დღეს: ყოველდღიური ვაჭრობა 152 ბაზარში ხდებოდა, საკვირაო ვაჭრობა – 21 ბაზარში, კვირა დღის გარდა ვაჭრობს 3 ბაზარში, ხოლო დანარჩენი ბაზრებისა და ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ერთდღიანი, ორდღიანი ან სამდღიანი ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეებში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close