ეკონომიკა

ComCom-მა “მაგთიფიქსის” ლიცენზია გააუქმა

ComCom-მა "მაგთიფიქსის" ლიცენზია გააუქმა

კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომის“ მოთხოვნის საფუძველზე „მაგთიფიქსის“ ლიცენზია გააუქმა. კომუნიკაციების კომისიის განცხადების მიხედვით, დღეს ქსელს არცერთი აქტიური აბონენტი არ ჰყავს.

ანალოგიური მოთხოვნით კომპანია „მაგთიკომმა“ კომუნიკაციების კომისიას 2021 წლის აპრილშიც მიმართა, თუმცა მაშინ კომისიამ შესაბამისი ნებართვა არ გასცა, რაც მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზეზით ახსნა.

“მაგთიკომს“, 2021 წლის მარტის მდგომარეობით, CDMA ტექნოლოგიაზე 8969 აქტიური აბონენტი უფიქსირდებოდა. კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად 8534 აბონენტს კვლავ ჰქონდა “მაგთიკომთან” ხელშეკრულება, მაგრამ აღარ იყენებდა „მაგთიფიქსის“ მომსახურეობას, ხოლო ის 432 აბონენტი, რომელიც ისევ სარგებლობდა “მაგთიფიქსით”, ალტერნატიულ მობილურ მომსახურებაზე გადაიყვანეს.

2021 წლის 11 მარტს, კომისიამ კომპანია „მაგთიკომს“ ლიცენზიის საფასური 16 მილიონიდან 161 ათას ლარამდე, 100-ჯერ შეუმცირა. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიამ კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულება შეასრულა და „მაგთიფიქსის“ აქტიურ აბონენტებს ალტერნატიული საშუალება შესთავაზა, კომისიამ „მაგთიკომის“ მოთხოვა დააკმაყოფილა”, – ნათქვამია კომისიის გადაწყვეტილებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close