ეკონომიკა

სებ-მა კრიპტოაქტივების სავაჭრო პლატფორმების რეგულირების პროექტი შეიმუშავა

სებ-მა კრიპტოაქტივების სავაჭრო პლატფორმების რეგულირების პროექტი შეიმუშავა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ პაპუნა ლეჟავას განცხადებით, სებ-მა კრიპტოაქტივების რეგულირების ჩარჩო პროექტი უკვე შეიმუშავა. მისი თქმით, რეგულირების პროექტი ძირითადად ფულის გათეთრების რისკების პრევენციას ემსახურება.

“კრიტოაქტივების რეგულირებაზე ჩარჩო პროექტი შემუშავებულია; დღეს მიმდინარეობს განხილვა ბანკებთან, საფინანსო სექტორთან და იმ მოთამაშეებთან, რომლებიც ამ ბაზარზე არიან აქტიურები.
პირველი ნაბიჯი არის ის, რომ მოწესრიგდეს ფულის გათეთრების მიმართულება, რაც ერთი მხრივ, შეამცირებს რისკებს ქვეყანაში, რაზეც რამდენიმე რეკომენდაციაც მივიღეთ, ხოლო მეორე მხრივ, ეს მისცემს ამ ორგანიზაციებს ბეჭედს,  რომ ისინი მოქმედებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მათაც გაუადვილდებათ ურთიერთობა ბანკებთან,” – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

ჯერჯერობით, უცნობია თუ რა მასშტაბის იქნება რეგულაციები, რომლებსაც სებ-ი კრიტპოვალუტების სავაჭრო პლატფორმებს დაუწესებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close