დღის ამბები

ნუში მე-16 წელია, ზედიზედ ნომერ პირველ ინგრედიენტად დასახელდა

ნუში მე-16 წელია, ზედიზედ ნომერ პირველ ინგრედიენტად დასახელდა

ზედიზედ მეთექვსმეტე წელია, გლობალური ახალი პროდუქტების შემუშავებაში ნუში საუკეთესო თხილად ითვლება. ამის შესახებ Innova Market Insights-ის ანგარიშში, Global New Products-ში არის ნათქვამია, რასაც FreshPlaza ავრცელებს.

პირველად ნუში საუკეთესო თხილად მსოფლიოში 2006 წელს აღიარეს. მრავალმხრივი გემოთი, ტექსტურითა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით ნუში, ნებისმიერ სხვა თხილთან შედარებით, მომხმარებელთა მუდმივად ცვალებად გემოვნებას, ცხოვრების წესსა და პრეფერენციებს უფრო შეესაბამება.

წლევანდელმა ანგარიშმა აჩვენა, რომ 2021 წელს ნუშის 12 000-ზე მეტი ახალი პროდუქტი იქნა წარმოდგენილი, რაც ე.წ. ჩანერგილი თხილის მთლიანი პროდუქტების 40%-ს შეადგენს. ნუში გლობალური საკვები პროდუქტების 6 საუკეთესო კატეგორიიდან ოთხში ნომერ პირველ თხილად ითვლება. ეს კატეგორიებია: საცხობები, ბარები, რძის პროდუქტები და მარცვლეული.

„ჩვენ მუდმივად აღფრთოვანებული ვართ იმით, რომ მთელს მსოფლიოში მწარმოებლები ნუშით ინოვაციებს მიმართავენ, რომ მომხმარებელთა მოთხოვნები, ტენდენციები და პრეფერენციები დაიცვან,” – აცხადებს კალიფორნიის ნუშის საბჭოს სავაჭრო მარკეტინგის ასოცირებული დირექტორი, ჰარბინდერ მაანი. მისი თქმით, ნუშის, როგორც ინგრედიენტის მრავალფეროვნება მართლაც უნიკალურია, რისი წყალობითაც პროდუქციის კატეგორიებში ინოვაციები გრძელდება.

Global New Products-ში, ასევე, წერია, რომ ნუში ნომერ პირველი თხილია როგორც ჩრდილოეთ ამერიკაში, ისე ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. ნუშის ინტროდუქციით ევროპა ყველა ძირითად კატეგორიაში ლიდერობს, გარდა მარცვლეულისა, რომელშიც წამყვანი რეგიონი აზია-წყნარი ოკეანეა. ტოპ ექვს გლობალურ კატეგორიაში ნუშის, როგორც ინგრედიენტის წილი 82%-ს შეადგენს, მაშინ, როცა ამ კატეგორიებში სხვა საკვები პროდუქტების მთლიანი გამოყენების წლი მხოლოდ 43%-ია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close