დღის ამბები

“სიკვდილის ველი” და თავისით მოძრავი ე.წ. მცურავი ქვების საიდუმლო – ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე

"სიკვდილის ველი" და თავისით მოძრავი ე.წ. მცურავი ქვების საიდუმლო - ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე

Death Valley-ს ეროვ­ნუ­ლი პარ­კი – ერთ-ერთი უც­ნა­უ­რი ად­გი­ლია არა მხო­ლოდ აშშ-ში, არა­მედ დე­და­მი­წა­ზეც. მთა­თა­შო­რი­სი ღრმუ­ლი აშშ-ში, კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში, მო­ჰა­ვეს უდაბ­ნო­სა და დიდი აუ­ზის რა­ი­ო­ნებს შო­რის, სი­ე­რა-ნე­ვა­დას მთა­თა სის­ტე­მის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე­ობს. სწო­რედ “სიკ­ვდი­ლის ველ­ზეა” ამე­რი­კის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი წერ­ტი­ლი (ზღვის დო­ნი­დან 86 მეტრს ქვე­მოთ). ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 1913 წელს და­ფიქ­სირ­და და­სავ­ლეთ ნა­ხე­ვარსფე­როს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა +56.7 °C.

ეროვ­ნუ­ლი პარ­კი, ნე­ბის­მი­ე­რი სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით, უც­ნა­უ­რი ად­გი­ლია, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მის­ტი­კუ­რი მა­ინც მოძ­რა­ვი ქვე­ბია, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან.

“მცუ­რა­ვი” ქვე­ბის სა­ი­დუმ­ლო

“სიკ­ვდი­ლის ვე­ლის” ეროვ­ნუ­ლი პარკში გვხვდე­ბა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ფე­ნო­მე­ნი – გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი მი­ზე­ზის გა­რე­შე მოძ­რა­ვი ქვე­ბი. მათ “მცუ­რავ ქვებს” ეძა­ხი­ან. ეს ქვე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან ზო­მებ­ში გან­სხვავ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პი­რა­დად არა­ვის უნა­ხავს მათი მი­წა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა, ქვე­ბის მდე­ბა­რე­ო­ბის პე­რი­ო­დუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი და მათ უკან და­ტო­ვე­ბუ­ლი ბი­ლი­კე­ბი ცხად­ყოფს, რომ ისი­ნი ნამ­დვი­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. ბევრ უშ­ვე­ლე­ბელ ქვას 500 მეტ­რის სიგ­რძის კვა­ლი აქვს და­ტო­ვე­ბუ­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი თავ­და­პირ­ვე­ლი ად­გი­ლი­დან, მარ­თლაც შორ მან­ძილ­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან.

დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად ვხე­დავთ, რომ უხე­ში ზე­და­პი­რის მქო­ნე ქვე­ბი სწორ კვალს ტო­ვე­ბენ, ხოლო გლუვ­ძი­რი­ა­ნე­ბი უფრო გა­ფან­ტუ­ლად მოძ­რა­ო­ბენ, სხვა­დას­ხვა ტრა­ექ­ტო­რი­ე­ბით.

მცუ­რავ ქვებს, მეც­ნი­ე­რე­ბი, 1900-იანი წლე­ბი­დან სწავ­ლო­ბენ და მათი იდუ­მა­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბის ასახ­სნე­ლად რამ­დე­ნი­მე თე­ო­რია შე­ი­მუ­შა­ვეს. 2014 წელს მეც­ნი­ე­რებ­მა პირ­ვე­ლად შეძ­ლეს ქვე­ბის მოძ­რა­ო­ბის გა­და­ღე­ბა Time-lapse ფო­ტოგ­რა­ფი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით (ამ დროს მუდ­მი­ვად იღე­ბენ ერ­თსა და იმა­ვე ად­გი­ლის ფო­ტოს, დღე­ე­ბის, კვი­რე­ბის და თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში). შე­დე­გე­ბი ცხად­ყოფს, რომ მცუ­რა­ვი ქვე­ბი ყი­ნუ­ლის, წყლი­სა და ქა­რის სრულ­ყო­ფი­ლი ბა­ლან­სის შე­დე­გია. 2014 წლის ზამ­თარ­ში წვი­მამ შექ­მნა პა­ტა­რა გუბე, რო­მე­ლიც ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­ყი­ნა და მე­ო­რე დღეს გალღვა, რის შე­დე­გა­დაც შე­იქ­მნა ყი­ნუ­ლის მას­შტა­ბუ­რი თხე­ლი ფენა… მალე მსუ­ბუ­ქი ქა­რის გამო, ყი­ნუ­ლის ეს ფურ­ცე­ლი და­ი­შა­ლა და ქვე­ბის უკან დაგ­როვ­და, შემ­დეგ კი, ნელ-ნელა, წინ უბიძ­გებ­და მათ.

“სიკ­ვდი­ლის ვე­ლის” მცუ­რა­ვი ქვე­ბი ერ­თნა­ი­რად აო­ცებს ვი­ზი­ტო­რებ­სა და მეც­ნი­ე­რებს. შე­იძ­ლე­ბა ვი­ფიქ­როთ, რომ ქვე­ბის მოძ­რა­ო­ბა­ზე პა­სუ­ხი ნა­პოვ­ნია, მაგ­რამ ვინ იცის, სხვა რა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი იმა­ლე­ბა “სიკ­ვდი­ლის ველ­ზე”…

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close