სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და „წითელი ხიდი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ს.ა.-სა და ო.ი.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 105,68 გრამი) გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 4 476,83 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ჯამში, 4 476,83 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close