საზოგადოება

ინფიცირების 7 812 და გარდაცვალების შვიდი შემთხვევა – კვირის covid-სტატისტიკა

ინფიცირების 7 812 და გარდაცვალების შვიდი შემთხვევა - კვირის covid-სტატისტიკა

საქართველოში ბოლო 7 დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კოვიდ-ინფიცირების განახლებული სტატისტიკის მიხედვით, 10-17 ივლისის განმავლობაში Covid-19-ით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 4 764 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გამოვლენის მიზნით 72 073 ტესტი ჩატარდა და დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10.84%-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. რეგიონების მიხედვით კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 4 979; აჭარა – 882; იმერეთი – 624; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 302; ქვემო ქართლი – 258; კახეთი – 216; შიდა ქართლი – 177; გურია – 165; სამცხე-ჯავახეთი – 104; სამცხე -ჯავახეთი – 60; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი – 45.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close