საზოგადოება

Covid-პაციენტის არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციისთვის კლინიკას ხარჯი არ აუნაზღაურდება-სააგენტო

Covid-პაციენტის არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციისთვის კლინიკას ხარჯი არ აუნაზღაურდება-სააგენტო

კორონავირუსის არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებზე კლინიკას ხარჯები არ აუნაზღაურდება – ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, დადგენილი წესის შესაბამისად, ყოველდღიურად კორონავირუსის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მონიტორინგს აწარმოებს, ხოლო არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში კლინიკას, სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ აუნაზღაურდება.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილის განცხადებით, მონიტორინგის პროცესში ჰოსპიტალიზაციის ობიექტურობა შეფასდება და შედეგი ანაზღაურებაზე აისახება.

„ის შემთხვევები, რომლებიც არ ექვემდებარებოდა ჰოსპიტალიზაციას, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ ანაზღაურდება“, – აცხადებს თენგიზ გენძეხაძე.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას შეფასებით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების დიდი ნაწილი, მსუბუქია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს. მინისტრის მოადგილის კომენტარი რამდენიმე წუთის წინ უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close