დღის ამბები

საქართველოში ბანგლადეშიდან იმპორტი გაორმაგდა – რას ვყიდულობთ აღნიშნულ ქვეყანაში

საქართველოში ბანგლადეშიდან იმპორტი გაორმაგდა - რას ვყიდულობთ აღნიშნულ ქვეყანაში

საქართველოში ბანგლადეშიდან იმპორტი 2,5-ჯერ გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ გასული წლის 5 თვეში აღნიშნულ ქვეყნიდან 701.7 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, წელს ანალოგიურ პერიოდში 1,775 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

გთავაზობთ, ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც წელს ბანგლადეშში ყველაზე დიდი რაოდენობით შევიძინეთ:

დაფასოებული სამკურნალო საშუალებები -508.8 ათასი აშშ დოლარი

მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი – 345.4 ათასი აშშ დოლარი

თამბაქოს ნედლეული; თამბაქოს ნარჩენები – 176.4 ათასი აშშ დოლარი

ტრიკოტაჟის ქვედა საცვლები მამაკაცის, ან ბიჭის – 125 ათასი აშშ დოლარი

საბავშვო ტანსაცმელი და მისი საკუთნოები ტრიკოტაჟის, მანქანით ან ხელით ნაქსოვი – 92.1 ათასი აშშ დოლარი

ტრიკოტაჟის ქვედა საცვლები ქალის და გოგონასი – 87.9 ათასი აშშ დოლარი

კოსტუმები, კომპლექტები და სხვა მამაკაცის ან ბიჭის – 80.1 ათასი აშშ დოლარი

საბავშვო ტანსაცმელი და მისი საკუთნოები – 54.7 ათასი აშშ დოლარი

სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი, ნაქსოვი – 51 ათასი აშშ დოლარი

კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალის ან გოგონასი – 45.8 ათასი აშშ დოლარი

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close