მსოფლიო

2022 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიები დასახელდნენ

2022 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიები დასახელდნენ

AirlineRatings.com-მა მისი ყოველწლიური მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების 2022 წლის ოცეული გამოავლინა. უკვე ზედიზედ მეორე წელია ლიდერობას არავის უთმობს ავიაკომპანია Qatar Airways. ამავე კომპანიამ ასევე მოიპოვა ჯილდო კატეგორიაში Excellence in Long Haul – Middle East/Africa.

„გადაწყვეტილება რის გამოც ამ კომპანიას კიდევ ერთხელ მიენიჭა ლიდერის ტიტული გახლავთ ის ფაქტი, რომ მას პანდემიის რთულ წლებშიც კი არ დაუკარგავს მსოფლიოს უდიდესი ავიაკომპანიის სახელი და ამავდროულად შეინარჩუნა ფინანსური მაჩვენებლები“ -განუცახდეს CNN Travel-ს of AirlineRatings.com-ში.

მეორე ადგილზე ჩამონათვალში მოხვდა Air New Zealand, რომელიც AirlineRatings-ის ლისტში 6-ჯერ იყო ლიდერი კომპანია. ის საუკეთესოდ დასახელდა წყნარი ოკეანის რეგიონის კომპანიებს შორის.

AirlineRatings.com-ის ჩამონათვალში მესამეა Etihad Airways. ეს არაბული კომპანია გამარჯვებულად დასახელდა ნომინაციაში Environmental Airline of the Year.

რიგით მეოთხეა Korean Air, რომელმაც ასევე მოიპოვა ჯილდო ნომინაციაებში Cargo Airline of the Year და Excellence in Long Haul – Asia awards. ხუთეულს კი ხურავს Singapore Airlines, რომელმაც ყველას აჯობა ნომინაციებში Best First Class და Best Lounges.

რაც შეეხება ათეულის სხვა წევრებს, ესენი არიან: 6. Qantas, 7. Virgin Australia, 8. EVA Air, 9. Turkish Airlines, 10. All Nippon Airways

AirlineRatings.com-ის მეორე ათეულში კი პოზიციები შემდეგი თანმიმდევრობით გადანაწილდა. 11. Cathay Pacific Airways, 12. Virgin Atlantic, 13. Japan Air Lines, 14. JetBlue, 15. Finnair, 16. Emirates, 17. Hawaiian, 18. Air France/KLM, 19. Alaska Airlines, 20. British Airways

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close