მსოფლიო

მიუნხენში ლუდის შეძენა მზესუმზირის ზეთით გახდა შესაძლებელი

მიუნხენში ლუდის შეძენა მზესუმზირის ზეთით გახდა შესაძლებელი

მიუნხენის ლუდსახარში, Giesinger Brewery მომხმარებლებს ნებას რთავს, ლუდის საფასური მზესუმზირის ზეთით გადაიხადონ, რომ ევროპაში სამზარეულო ზეთის დეფიციტის ფონზე შნიცელების შესაწვავად მარაგი უზრუნველყოს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სააგენტოს მონაცემებით, უკრაინა და რუსეთი მზესუმზირის ზეთის გლობალური ექსპორტის, დაახლოებით, 80%-ს უზრუნველყოფენ, ომის გმო კი ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, 24 თებერვლის შემდეგ მიწოდება სულ უფრო მცირდება.

სამხრეთ გერმანიის ქალაქ მიუნხენში მდებარე ლუდსახარშისა და პაბის, Giesinger Brewery-ის მენეჯერებმა გამოსავალი გამონახეს და ლუდის მოყვარულებს თავიანთ საყავარელ 1 ლიტრ სასმელში იმავე რაოდენობის მზესუმზირის ზეთს ართმევენ.

„ეს იდეა იქიდან გაჩნდა, რომ სამზარეულოში ზეთი გაგვითავდა, ამიტომ ოდნავ კრეატიულები უნდა ვყოფილიყავით,“ – განუცხადა Reuters TV-ის პაბის მენეჯერმა, ერიკ ჰოფმანმა.

სააგენტოს ცნობით, რაფსისა და მზესუმზირის ზეთის ბოთლები გერმანიის სუპერმარკეტების დახლებიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ხშირად ქრებოდა, ხოლო ბევრმა მაღაზიამ თითოეულ მომხმარებელზე ბოთლების ნორმირებული რაოდენობა დააწესა.

„ზეთის შოვნა მეტად გართულდა. როცა კვირაში 30 ლიტრი ზეთი გჭირდება, მაგრამ მხოლოდ 15-ს შოულობ, რაღაც მომენტში შნიცელს ვეღარ შეწვავ,“ – აცხადებს ჰოფმანი.

მისი თქმით, მომხმარებლებთან ლუდზე უკვე 400 ლიტრი ზეთი გადაცვალეს. Reuters-ის ცნობით, მაშინ, როცა გერმანულ ბარებში ერთი ლიტრი ლუდი, დაახლოებით, 7 ევრო (7 დოლარი) ღირს, მზესუმზირის ზეთის ერთ ლიტრიანი ბოთლი, 4,5 ევროდ იყიდება, ამიტომ „ეს შეთავაზება მრავალი მომხმარებლისთვის არის მაცდური.“

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close