დღის ამბები

როგორ მოვადუღოთ უგემრიელესი ყავა

როგორ მოვადუღოთ უგემრიელესი ყავა

როგორც პროფესიონალები აღიარებენ, ყველაზე რთულად მოსამზადებელი სასმელი

– ეს, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, არის უბრალო ესპრესო. ბევრი რამდენიმე დღეს ხარჯავს, რომ მიაღწიოს სწორ ნაფქვავს და მინიმალურ ნარჩენ გემოს.

ადამიანთა უმრავლესობას ყავის გარეშე არსებობა ვერ წარმოუდგენია. მაგრამ ყავის სწორად მომზადებაში ყველა როდი ერკვევა. მის სწორად მომზადებას კი დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან, სხვაგვარად, ეს სასმელი თავის ბევრ ღირსებას და სასარგებლო თვისებას კარგავს და შეიძლება მავნებელ სასმელადაც კი იქცეს. იმისათვის, რომ ყავამ თავისი საუკეთესო თვისებები შეინარჩუნოს, ყავის მარცვალი უნდა მოიხალოს ნელ ცეცხლზე, თან ხშირად უნდა მოვურიოთ, ყავამ უნდა მიიღოს წაბლისფერი და არა შავი ფერი.

ზედმეტად მოხალული ყავა დაკარგავს ეთეროვან ზეთებს და მომწარო გემოს მიიღებს. მოხალული ყავა იმავე ტაფაზე არ უნდა დავტოვოთ გასაციებლად, უნდა დავყაროთ საცერზე ან სუფთა ფიცარზე. კარგად გაციებული, მოხალული ყავის მარცვლები ჩავყაროთ ჰერმეტულად დახურულ ყავისთვის განკუთვნილ ჭურჭელში და შევინახოთ მშრალ ადგილას.

დაფქული ყავა შენახვის დროს ნაწილობრივ კარგავს გემოს და არომატს. ამიტომ ის უნდა დაიფქვას საჭიროების მიხედვით. მისი დაფქვა წარმოებს სპეციალურ ყავის საფქვავში. რაც უფრო წმინდად დავფქვავთ ყავას, მით მეტ ნაყენს მივიღებთ. დაფქულ, გამზადებულ ყავას (1-1.5 ჩაის კოვზი ერთ ყავის ჭიქა წყალზე – გემოვნების მიხედვით) დავასხათ ცხელი წყალი, დავდგათ ცეცხლზე და როგორც კი დაიწყებს ადუღებას, მაშინვე გადმოვდგათ, ცოტა ხანს გავაჩეროთ და დავასხათ ჭიქებში. შაქარი შეიძლება ყავასთან ერთად ჩავყაროთ ადუღებამდე ან ცალკე მივიტანოთ სუფრასთან საშაქრით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close