Home დღის ამბები ეკონომიკა მომდევნო სეზონზე ვაშლის ექსპორტი გაიზრდება

მომდევნო სეზონზე ვაშლის ექსპორტი გაიზრდება

ვაშლის სეზონი საქართველოში უკვე დასრულდა. შიდა წარმოების დამსახურებით, წელს იმპორტი მკვეთრად შემცირდა, რამაც წინა წლების დინამიკა შეცვალა.

როგორც წესი, ვაშლის წარმოებას საქართველოში არასტაბილური ხასიათი აქვს – თუ ერთ წელიწადს მოსავალი მაღალია, მეორე წელს ის შედარებით ნაკლებია. 2021/22 წლის სეზონი არც ისე სახარბიელო იყო, თუმცა წინა წლებთან შედარებით მაღალი იყო წარმოების მოცულობა. 2021 წლის მოსავალმა 73 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2019, 2017 და 2015 წლების მაჩვენებელს 2,4-ჯერ აღემატება. ეს მატება კი ბაზარზე ვაშლის ახალი ინტენსიური ბაღების განაშენიანებით აიხსნება.

თუკი აქამდე სეზონური იმპორტი 12 ათას ტონაზე ნაკლები არ იყო, გაზრდილი წარმოების გამო ეს რიცხვი 6 ათას ტონამდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ წარმოების გამო ასევე გაიზარდა ექსპორტიც.

საინტერესოა, რომ წარმოების ზრდამ გამოიწვია ექსპორტის ზრდაც. თუმცა, წარმოების გაზრდა გარკვეულ შეშფოთებას იწვევს: ვაშლის მიწოდება ქართულ ბაზარზე უარყოფით კავშირშია გლეხების ფასებთან – მიწოდების ზრდა ფასების შემცირებას იწვევს.

თუ გავითვალისწინებთ 2021/22 წლების წარმატებულ დინამიკას, ახალ სეზონზე ვაშლის წარმოება შესაძლოა, 100 ათას ტონამდე გაიზარდოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაორმაგდება ექსპორტიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაზრის მთლიანი მიწოდება უპრეცედენტო იქნება, რაც ფერმერებს ფასის დაწევას აიძულებს. მწარმოებლის საშუალო წლიური ფასი კი შეიძლება დაეცეს და ერთი კილოს ღირებულება 0,55 ლარი ან ნაკლები გახდეს.