საზოგადოება

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 22 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 22 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის 10 მაისიდან ამოქმედდა.

სოფლის განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, 188,000 ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა აგრობარათი უკვე გაააქტიურა; სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტებში უკვე განაღდებულია 22,872,676 ლარი.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიას იღებენ 0.25 ჰა-დან – 1.25 ჰა-ის ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 500-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close