დღის ამბები

აქვეითებს დაღლილობას, ხელს უწყობს ძალების აღდგენას და შრომისუნარიანობის გაზრდას – ყურძნის სამკურნალო თვისებები

აქვეითებს დაღლილობას, ხელს უწყობს ძალების აღდგენას და შრომისუნარიანობის გაზრდას - ყურძნის სამკურნალო თვისებები

ყურძნის სამკურნალო თვისებებზე უამრავი მითი და ლეგენდა არსებობს,

ძველი ბერძნები მისი დახმარებით გაციებასა და უამრავ სხვა დაავადებას უმკლავდებოდნენ. ამაში ჭეშმარიტების მარცვალი ნამდვილად არის, თანამედროვე მედიცინაც აქტიურად იყენებს ყურძნის სამკურნალო თვისებებს. სპეციალური სამკურნალო მიმართულებაა ამპელოთერაპი.

რამდენადაც ყურძენი ვიტამინების, ამინომჟავების, მიკროელემეტების, უჯრედისის, პექტინების, ფერმენტებისა და ეთერზეთების საცავია, შესაბამისად, საკმაოდ შთამბეჭდავია იმ სასარგებლო თვისებების ჩამონათვალი, რომლითაც მდიდარია ეს ხილი:

ყურძენს შეუძლია ქოლესტერინის განეიტრალება, ამცირებს სისხლში თრომბების წარმოქმნის ალბათობას;

აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას;

არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს;

აღკვეთს ყაბზობას;

გააჩნია შარდმდენი ეფექტი;

დადებით გავლენას ახდენს ნერვული სისტემის მუშაობაზე;

აქვეითებს დაღლილობას, ხელს უწყობს ძალების აღდგენას და შრომისუნარიანობის გაზრდას;

აძლიერებს სისხლძარღვთა კედლებს, შესაბამისად, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს;

ანტიოქსიდანტური ეფექტის წყალობით, ავლენს გამოხატულ აღმდგენ და ანტისიმსივნურ, ორგანიზმის გამაახლაგაზრდავებელ ეფექტს;

წმენდს და ასუფთავებს ორგანიზმს, გამოჰყავს ორგანიზმიდან მძიმე ლითონები და რადიაქტიური ნივთიერებებიც კი;

ორგანიზმს ამარაგებს B ჯგუფის ვიტამინებით, რაც აუმჯობესებს სისხლწარმომქმნელ ფუნქციას;

აწესრიგებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს;

ორგანიზმს ასთმასთან, ღვიძლისა და სოკოვან დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარება;

აუმჯობესებს სახის ფერსა და კანის მდგომარეობას;

მასში დიდი ოდენობით ფოსფორის, კალციუმისა და რიბოფლავინის შემცველობის გამო დადებითად მოქმედებს თმების, ფრჩხილების, კბილებისა და ძვლების შენებაზე;

ასტიმულირებს გულის მუშაობას დიდი რაოდენობით კალიუმის შემცველობით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close