სამართალი

6 თვეში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვა-გადაზიდვის 1 239 ფაქტი გამოვლინდა

6 თვეში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვა-გადაზიდვის 1 239 ფაქტი გამოვლინდა

2022 წლის 6 თვეში ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 90 549 კოლოფი და 381 კილოგრამზე მეტი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 1 239 ფაქტი გამოავლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვათ.

„885 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა.

13 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

ხოლო დანარჩენი 341 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close