დღის ამბები

ჰოლივუდის ყველაზე შემოსავლიანი მსახიობის ვინაობა ცნობილია -Top-10

ჰოლივუდის ყველაზე შემოსავლიანი მსახიობის ვინაობა ცნობილია -Top-10

კომპანია TicketSource-ის კვლევის თანახმად, მსახიობი სემიუელ ელ ჯექსონი 2022 წლის ყველაზე შემოსავლიან მსახიობად დასახელდა.

კვლევის თანახმად, კომპანიის ანალიტიკოსებმა ბოლო 25 წლის მანძილზე ყველაზე შემოსავლიანი პროექტები გამოავლინეს. ამ პერიოდში ჯექსონმა 63 ფილმში ითამაშა, რომლებმაც ჯამში 5,7 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს.

„სემიუელ ელ ჯექსონის კარიერა 46 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც 1994 წელს მან ფილმში „კრიმინალური საკითხავი“ მიიღო მონაწილეობა. მას შემდეგ ის გახდა ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ვარსკვლავი და სიცოცხლეში გამოიმუშავა 5,7 მილიარდი.

რეიტინგის მეორე ადგილზე რობერტ დაუნი უმცროსი 5,4 მლრდ დოლარით იმყოფება, 43 ფილმიდან. მესამე პოზიციას კი სკარლეტ იოჰანსონი იკავებს 5,2 მლრდ-ით 32 ფილმიდან.

პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ: ტომ ჰენკსი, ბრედლი კუპერი, ჰარისონ ფორდი, კრის ევანსი, ტომ კრუზი, კრის ჰემსვორტი და ზოი სალდანა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close