დღის ამბები

კიტრის რეგულარულად მიღება აუმჯობესებს მეხსიერებას – კიტრის სამკურნალო თვისებები

კიტრის რეგულარულად მიღება აუმჯობესებს მეხსიერებას - კიტრის სამკურნალო თვისებები

სიცხის დამწევი, ბაქტერიციდული, ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი, დამაწყნარებელი, ტკივილგამაყუჩებელი, შემომგარსველი, შარდმდენი, ნაღველმდენი – ეს არის არასრული ჩამონათვალი კიტრის სამკურნალო თვისებებისა. კიტრში შემავალი პექტინები აუმჯობესებენ საჭმლის მონელების პროცესს, აფერხებენ ლპობით პროცესებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, უჯრედისი აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, არეგულირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში.

თურმე, კიტრი აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესის განვითარებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, კანს ტონუსსა და ელასტიკურობას უნარჩუნებს. კიტრის წყალობით ორგანიზმში ქვეითდება ნახშირწყლების ცხიმად გარდაქმნა, ამიტომაც ამ მცენარის ნაყოფს, როგორც დიეტურ პროდუქტს, სიმსუქნით დაავადებულთა კვებით რაციონში განსაკუთრებული ადგილი აქვს. „კიტრით განტვირთვის“ დღეები კი სასარგებლოა როგორც ღვიძლის, ასევე თირკმლის პათოლოგიით დაავადებულთათვის. „კიტრის დღეები“ არა მხოლოდ სამკურნალო, პროფილაქტიკის მიზნითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამისათვის დღეში 2კგ კიტრი მცირეოდენ მარილთან ერთად 5 მიღებაზე უნდა გადაანაწილოთ.

გასტრიტისა (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება) და წყლულოვანი პათოლოგიის გამწვავების დროს, ასევე რემისიისას (ძირითად სიმპტომთა შენელება-შესუსტებისას), რეკომენდებულია კიტრის თაფლნარევი წვენის მიღება (1 სადილის კოვზი 2-ჯერ დღეში, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, შეგიძლიათ ერთი კიტრი მიირთვათ თაფლის მიყოლებით).

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close