დღის ამბები

,,ბოლო სამი თვის განმავლობაში, პურის ფასი 30%-ით გაიზარდა“

,,ბოლო სამი თვის განმავლობაში, პურის ფასი 30%-ით გაიზარდა“

რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებულმა საბაჟო გადასახადმა ქვეყნაში ყველა დიდი წისქვილის გაჩერება გამოიწვია.

წისქვილკომბინატ ,,ბარაქას” დირექტორი ლადო ბიძინაშვილი ამბობს, რომ ქართულ ბაზარზე იზრდება იმპორტირებული ფქვილის ფასიც, რის შედეგადაც ბოლო 3 თვეში, პური 30%-ით გაძვირდა.

,,იქედან გამომდინარე, რომ გადამუშავებას აზრი არ აქვს, ხორბალი არ შემოგვიტანია. შემოგვაქვს მზა სახის ფქვილი, რომლის ფასიც ასევე გაზრდილია. ბოლო სამი თვის განმავლობაში პურის ფასი 30%-ით გაიზარდა.

რეალური სიტუაცია ასეთია, ახლა ყველა წისქვილი გაჩერებულია და მხოლოდ ქართული მოსავლის გადასამუშავებლად, ფუნქციონირებას ვერც ერთი დიდი წისქვილი ვერ განაახლებს. ელემენტარულად, დაფქვის დროს შერევა თუ არ მოხდა რუსული ან ყაზახური ხორბლის ტექნიკური პარამეტრებიც ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი. გარდა ამისა, ჩვენ ვერ ვაწარმოებთ იმ რაოდენობას, რომ დიდმა მწარმოებელმა გადამუშავება დაიწყოს. შეიძლება პატარა წისქვილკომბინატებმა რაღაც რაოდენობა გადაამუშაონ, მაგრამ დიდი კომბინატებისთვის უბრალოდ არარეალურია მხოლოდ ქართულ ხორბალზე მუშაობა“ – განაცხადა ბიძინაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ,,ბარაქა” საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წისქვილკომბნატი იყო, რომელმაც ფინქციონირება გასულ თვეში შეაჩერა, თუმცა დღემდე რჩება პურის ბაზარზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close